ხონთქარა, ბარაბული (ლათ.Mullus) — თევზებისგვარიქორჭილასნაირთარიგისა. მათი წაგრძელებული სხეული მსხვილი ქერცლითაა დაფარული. ზურგზე 2 ფარფლი აქვთ. გავრცელებული არიან ატლანტიკის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გვხვდება ჩვეულებრივი ხონთქარას ქვესახეობა – Mullus barbatus ponticus. ამ გვარის წარმომადგენლები ზომით პატარა თევზებია, 8-15 სმ სიგრძისა. ძვირფასი თევზია, აქვს ძალიან გემრიელი ხორცი. იჭმება ნედლი, დამარილებული, შებოლილი დაკონსერვებული.