ხოკერასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოკერასებრნი
Humpback Turretfish - Tetrosomus gibbosus 2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძვლოვანი თევზები
რიგი: შეზრდილყბიანები
ლათინური სახელი
Ostraciidae

ხოკერასებრნი (ლათ. Ostraciidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანების რიგისა. თავი და სხეული დაფარული აქვთ ძვლოვანი ჯავშნით, რომელიც ქედებითა და მაგარი ქიცვებითაა მოფენილი. სხეული მკვეთრადაა შეფერილი. მისი სიგრძე 30 სმ აღწევს. მოიცავს 7 გვარის 20-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით, რომელთა სხეულის ჯავშანს წინასწარ აქუცმაცებენ მძლავრი ყბებით. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება]