შეზრდილყბიანები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
შეზრდილყბიანები (Tetraodontiformes) — ძვლიანი თევზების რიგი. მოიცავს 11 ოჯახის 100-მდე სახეობას. შეზრდილყბიანებისათვის დამახასიათებელია ზედა ყბის ძვლების მტკიცე შეერთება ან შეზრდა, მათი სხვადასხვა ფორმისა და ზომის (4 სმ-დან 3 მ-ზე მეტი) სხეული დაფარულია ეკლებად, ქიცვებად ან ფირფიტებად ქცეული ქერცლებით. ბინადრობენ უმეტესად ტროპიკულ ან სუბტროპიკულ ზღვებში. შავ ზღვაში გვხვდება 1 სახეობა — Balistes capriscus. ტოქსიკური თვისებებისა და უგემური ხორცის გამო შეზრდილყბიანების სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.
ოჯახები [რედაქტირება]
- არაკანიდები
- ბალისტიდები
- ზღარბთევზები
- მთვარეთევზები
- მონაკანთიდები
- ოსტრასიდები
- ტეტრაოდონტიდები
- ტრიაკანთიდები
- ტრიაკანთოდიდები
- ტრიოდონტიდები
გადაშენებული ოჯახები [რედაქტირება]
- †Bolcabalistidae
- †Cretatriacanthidae
- †Eoplectidae
- †Eospinidae
- †Moclaybalistidae
- †Plectocretacicidae
- †Protobalistidae
- †Protriacanthidae
- †Spinacanthidae
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 10, გვ. 703, თბ. 1986; მ. დემეტრაშვილი
- Tree of Life: Tetraodontiformes
- Sepkoski, Jack (2002). „A compendium of fossil marine animal genera“. Bulletins of American Paleontology 364: გვ. p.560. წაკითხვის თარიღი: 2011-04-21.