ხახვის ბუზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხახვის ბუზი
Delia antiqua maggots at Allium porrum , uienvlieg maden op prei.jpg
ხახვის ბუზის მატლები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Hylemya antiqua

ხახვის ბუზი (ლათ. Hylemyia antiqua) — მწერი ნამდვილი ბუზების ოჯახისა. ხახვის საშიში მავნებელია. ყველგანაა გავრცელებული. საქართველოში უმთავრესად იმ რეგიონებში გვხვდება, სადაც ხახვი და ნიორი მოჰყავთ. პატარა მწერია, სიგრძით 6-7 მმ, ნაცრისფერია, ზურგზე ოდნავ მწვანე ელფერი დაკრავს. ზრდასრული მატლი მოთეთროა. ნიადაგში ზამთრობს ცრუჭუპრის სახით, იქიდან გამოფრენილი ბუზი კვერცხს მცენარის ყელთან დებს. გამოჩეკილი მატლი შეიჭრება ბოლქვის რბილობში და იკვებება. მატლისაგან დაზიანებული ადგილები ლპება, მცენარე ვეღარ ვითარდება. საქართველოში ხახვის ბუზი 3 თაობას იძლევა. ხახვის ბუზი იკვებება დათესილი ხახვით, სათესლე ხახვით, ნიორით, პრასით, მრავალიარუსიანი ხახვით და სხვა მცენარეებით. იზამთრებს ნიადაგში.

გავრცელების არეალი: დასავლეთი ევროპა, რუსეთი, ცენტრალური აზია, ჩინეთი, იაპონია, კორეა, ჩრდილოეთი ამერიკა და სხვ. საქართველოში ყველგან გვხვდება.

ბრძოლის ღონისძიებანი[რედაქტირება]

კვერცხების დადების დაწყებამდე მცენარეზე ქლოროფოსის ან კარბოფოსის 3%-იანი სამუშაო ხსნარის შესხურება და გრანულირებული ქლოროფოსის ნიადაგში შეტანა 20-25 კგ/ჰა-ზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]