ხარა-უს-ნური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ხარა-უს-ნური | |
|---|---|
| Хар Ус Нуур | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1157 მ |
| ფართობი | 1486 კმ² |
| მაქსიმალური სიღრმე | 4,5 მ |
| აუზის ფართობი | 74 500 კმ² |
| ჩამდინარე მდინარეები | ხოვდ-გოლი |
ხარა-უს-ნური — ტბა მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, დიდი ტბების ქვაბულში. მდებარეობს 1157 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 1486 კმ2. სიღრმე 4,5 მეტრამდე. კუნძულ აკ-ბაშით გაყოფილია ორ წყალსატევად. ტბაში ჩადის მდინარე კობდო. ფშანით შეერთებულია ხარა-ნურის ტბასთან. ნაპირები დაბალია, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. ზამთრობით იყინება. მდიდარია თევზით. ბევრია წყლის ფრინველი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 435, თბ., 1987 წელი.