ხალხინ-გოლის ბრძოლები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხინ-გოლის ბრძოლები — ბრძოლა სსრკ-მონღოლეთისა და იაპონია-მანჯურიის ჯარებს შორის 1939 წლის მაის-სექტემბერში ხალხინ-გოლის რაიონში (მდინარე მონღოლეთსა და ჩინეთში). იაპონიის სარდლობამ მონღოლეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით 11 და 14 მაისს მონღოლეთის საზღვარზე მოაწყო შეიარაღებული პროვოკაციები, ხოლო 28 მაისს იაპონიის ჯარმა არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით დაარღვია მონღოლეთის სახელმწიფო საზღვარი. სსრკ-მონღოლეთის ძალებმა იაპონია მანჯურიიდან უკუაგდეს. 2 ივლისს იაპონელები შეტევაზე გადავიდნენ, გადალახეს ხალხინ-გოლი და მოწინააღმდეგის ჯარებს გარსშემორტყმით დაემუქრნენ. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ სსრკ-მონღოლეთის ჯარებმა მოწინააღმდეგე მდინარის აღმოსავლეთ ნაპირისაკენ უკუაგდეს. 20 აგვისტოს მოკავშირეთა ჯარები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ და იაპონელები მონღოლეთის ტერიტორიიდან განდევნეს. იაპონიამ დაზავება ითხოვდა და 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]