გიორგი ჟუკოვი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გიორგი კონსტანტინეს ძე ჟუკოვი (რუს. Жуков, Георгий Константинович; დ. 1 დეკემბერი, 1896, სტრელკოვკა (კალუგა), რუსეთი — გ. 18 ივნისი 1974, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი, ოთხგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი 1955-1957 წწ.
I მსოფლიო ომისა (1914-1918 წწ.) და სამოქალაქო ომის (1918-1920 წწ.) მონაწილე. 1939 წელს ხელმძღვანელობდა იაპონელი აგრესორების განადგურებას მდინარე ხალგინ-გოლთან (მონღოლეთი).
1941 წლის იანვარ-ივლისში იყო გენშტაბის უფროსი და სსრკ თავდაცვის სახკომის მოადგილე.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 258, თბ., 1984 წელი.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: