ხაიშის განძი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხაიშის განძიI საუკუნის არქეოლოგიური განძი, რომელიც აღმოჩნდა 1948 წელს სოფელ ხაიშთან (მესტიის მუნიციპალიტეტი) მიწის სამუშაოების დროს. შეიცავს 3 ერთნაირი ფორმის ორყურა, ფეხიან ვერცხლის სასმისს, ოქროს საკისრე რკალს, რომლის ბოლოები ფანტასტიკური ცხოველების გამოსახულებებითაა შემკული, ოქროს საკიდს, რომელიც ჩარდახიანი კოშკის მინიატურულ გამოსახულებას წარმოადგენს. ჩარდახის ქვეშ სალამურზე და ჭიანურზე დამკვრელის 2 ფიგურაა. ხაიშის განძის ერთ-ერთი ვერცხლის სასმისი შემკულია მაღალრელიეფური მცენარეული მოტივით და ანტიკური ტორევტიკის თვალსაჩინო ნიმუშია. იგი დამზადებული უნდა იყოს ელინისტური აღმოსავლეთის ერთ-ერთ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრში. ოქროს ნივთები კი ადგილობრივი, ხალხის ხელოსნური ნაწარმია და ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის ტრადიციას აგრძელებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]