ჭიანური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭიანური — ქართული ხალხური ხემიანი საკრავი. იგი ერთ-ერთი არქაული საკრავია ქართულ ინსტრუმენტარიუმში. გავრცელებულია სვანეთში (ჭუნირი), რაჭაში (ჭიანური), ხევსურეთსა და თუშეთში (ჭიანური). XX საუკუნის დასაწყისში ის ცნობილი იყო გურიაშიც ჭიანურის სახელწოდებით. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური — სამიანი.

საკრავის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხემიანი საკრავი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: კორპუსის, ტარისა და დამხმარე ნაწილთაგან. ბგერათწარმოება ხემით ხდება. ყველა კუთხეში გავრცელებულ ხემიან საკრავებს ბევრი რამ აქვთ საერთო. კერძოდ, დამახასიათებელია საცრისებური კორპუსი, მასში გაყრილია ტარი, ძუის სიმები, კანიფოლი, ხემი. მათ წყობაც ერთნაირი აქვთ. სვანური ჭუნირის და თუშური ჭიანურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ასეთივეა ხევსურული ჭიანურის წყობაც. მეცნიერთა აზრით რაჭულ ორსიმიან ჭიანურს უნდა პქონდეს კვარტული და არა ტერციული წყობა. ეს წყთბა ასახულია სხვა კუთხეების ჭიანურების განაპირა სიმებზე. ანალოგიური წყობა აქვს ორსიმიან ხემიან სავრავს აფხაზურ აფხარცას. რაჭული ჭიანურის სახით საქმე გვაქვს ქართული ხემიანი საკრავის განვითარების ადრინდელ ეტაპთან.

ხემიანი საკრავი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან: კორპუსის, ტარისა და დამხმარე ნაწილთაგან. ბგერათწარმოება ხემით ხდება.

სვანური „ჭუნირის“ კორპუსი (სვ. კარვა, ნიშნავს საცერს) საცრისებურია. მასზე გადაკრულია ტყავი (სვ. ფაშ), რომელიც მიმაგრებულია თასმებით. კორპუსი ქვემოდან ღიაა. სახელური (სვ. მჷხარ, ჭვემ = სახელურს, ტარს) მთლიანი და ბრტყელია. თავზე გაკეთებული აქვს სამი ნახვრეტი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის.

დამხმარე ნაწილებს შეადგენენ,. მოქლონები, ჯორა, კორა, ფეხი.

1. მოქლონები (ჭვინთ) ჩადგმულია თავზე გვერდიდან გაკეთებულ ნახვრეტში. მათი რაოდენობა სამია. ისინი ცალ მხარეს არიან განლაგებულნი.

2. ჯორა (ჩა̈ჟ, წელ, ჩაჟელდ) წარმოადგენს პატარა მრგვალ ჩხირს, რომლის ორივე ბოლოზე გაკეთებულია ჭდეები და მასზე მიმაგრებულია კორა.

3. კორა (სვ. თა̈კულდ) ტყავისაა ან კანაფის. მისი ერთი ბოლო მიმაგრებულია ჯორაზე, მეორე კორპუსის ბოლოზე გამოშვერილ ფეხზე. მისი სიგრძეა 194.

4. ტარის ბოლოზე მიმაგრებულია სიმები.

სიმები (სვ. ძჷა, ჯილარ) ძუისაა.

ხემი (ხემა̈დ) მშვილდისებურია, მასზე გაკეთებულია ჭდეები ძუის ჩასასმელად.

რაჭული „ჭიანურის“ კორპუსი (რაჭ. რკვალი) ნავისებურია. გამოთლილია მთლიანი ხისაგან, ამოღრუებულია. მასზე გაკეთებულია 2 ნახვრეტი, რომელთა დიამეტრია 5-6 მმ. კორპუსს გადაკრული აქვს ტყავი (რაჭ. სეირა), რომელიც მიმაგრებულია საკრავის უკანა მხარეზე გაყრილი კანაფით.

ტარი მთლიანია. თავი მომრგვალებულია. მასზე გაკეთებულია ორი ნახვრეტი მოქლონებისათვის. ყელი ბოლოსკენ განიერდება.

დამხმარე ნაწილებია მოქლონები და ფეხი.

ფეხი წარმოადგენს კორპუსის ბოლოს შვერილს, რომელზეც სიმის ბოლოები მაგრდება.

ხემი (რაჭ. კაკვი) შვილდისებურია.

ამგვარად, სვანური ჭუნირისა და რაჭული ჭიანურისათვის დამახასიათებელია კორპუსზე გადაკრული ტყავის არსებობა. ჭუნირი მრგვალი, საცრისებურია, ხოლო ჭიანურის კორპუსი ნავისებური. „მრგვალი კორპუსი“ აქვს ხევსურულ და თუშურ ჭიანურებს, ხოლო ნახევრადმრგვალი გურულ ჭიანურს.

საკრავის წყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჭული ჭიანური ორსიმიანია. დ. არაყიშვილის ცნობით, მისი წყობაა დიდი ტერცია. სამსიმიანი სვანური ჭუნირის წყობაა სეკუნდურ-ტერციული (e fis a), ასეთივე წყობა აქვს თუშურ ჭიანურს. გურული ჭიანურის წყობაა (დ. არაყიშვილის ცნობით) კვარტა-კვინტური (დო-ფა-სოლ) და არა დო-მი-სოლი. უტყუარი მასალის უქონლობის გამო, შეუძლებელია დავადგინოთ ამ უკანასკნელი წყობის სისწორე. მაგრამ, გამორიცხული არ არის გურულ ჭიანურზე სწორედ ასეთი წყობის არსებობა (ეს წყობა ხომ გურული ჩონგურის გრძელი სიმების წყობაა).

სვანური ჭუნირის სიმების სახელწოდებებად სიმღერის ხმების სახელები გვაქვს. I სიმს ეწოდება კივა̈ნ (ე. ი. მაღალი ხმა), II-ს (შუა სიმს) — მაჟოღ (ე. ი. დამწყები) და მესამეს — ბა̈ნ (ბანი). ჩონგურის მსგავსად, აქაც სიმთა სახელწოდებანი სიმების რეგისტრული მდებარეობის მაჩვენებელია.

ჭუნირის აწყობისას სვანი შემსრულებლები ჯერ აწყობენ I და II სიმს. შემდეგ II-III-ს. აწყობა მთლიანად სმენის კორექტივს ემყარება. ასეთივე აწყობის წესი დავადასტურეთ თუშ შემსრულებლებთან ქვემო ალვანში. დიაპაზონია სექსტა.

ჭუნირისა და ჭიანურის ტემბრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ხემიან საკრავს დაკვრის დროს აქვს ფლაჟოლეტური ბგერები, მოგვყავს სპექტრული ბგერების სპექტროგრამები და მათი ანალიზის შედეგები.

1. ბგერა e (III სიმით, 165 რხ/წმ) ფორმანტული ცენტრების გადატანით სანოტო სისტემაზე სპექტრი წარმოგვიდგება ამგვარად:

ჭუნირის სპექტრებში გამოირჩევა მაღალი ოვერტონები, რომლებიც ძირითადი ბგერის მიმართ დისონანსურ ინტერვალებს ქმნიან. ამის გამო ჭუნირს აქვს „ხრინწიანი“ ხმა, ფლაჟოლეტური ხასიათისა.

მუსიკალურ-საშემსრულებლო შესაძლებლობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხემიან საკრავზე უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. შემსრულებელს საკრავი უჭირავს ვერტიკალურად, კორპუსი მოთავსებული აქვს მუხლებს შორის (დაყრდნობილი აქვს მუხლებზე). სახელური მიყრდნობილი აქვს მარცხენა მხარზე. ბგერათწარმოება ხდება ხემის მეშვეობით, რომელიც შემსრულებელს მარჯვენა ხელში უჭირავს. მარცხენა ხელის თითები ეხებიან სიმებს და ცვლიან ბგერის სიმაღლეს. დაკვრის წინ ხემს გაუსვამენ ხოლმე ფისზე. საკრავს ცოტა ხნით დებენ მზეზე ან ცეცხლთან, რომ უკეთესი ხმა ჰქონდეს. მარცხენა ხელი „მუშაობს“ პირველ პოზიციაში. განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობენ ცერი, საჩვენებელი და შუათითი. ცერით ეხებიან მხოლოდ III სიმს (ხელის ბუნებრივი მდგომარეობის გამო საკრავის დაჭერის დროს), საჩვენებელი თითით ეხებიან I სიმს, შუა თითით ყველას. ზოგჯერ არათითი და ნეკიც გამოიყენება დაკვრისას, რომლებიც I სიმს ეხებიან მხოლოდ. სიმებს თითების „ბალიშებით“ ეხებიან და ტარამდე არ აჭერენ თითს. ამის გამოა მისი ბგერები ფლაჟოლეტური. სიმების აჟღერება ხემით მარჯვენა ხელით ხდება. ერთადერთი შტრიხი ქართულ ხემიან საკრავზე არის dètachè — მთელი ხემის გასმა-გამოსმა. ხემს უსვამენ ერთდროულად ყველა სიმზე. ამის გამო ქართულ სიმიან საკრავზე მხოლოდ სამხმიანი თანაბგერადობები გვაქვს.

დამზადების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანური ჭუნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვანური ჭუნირი

ჭუნირისათვის მასალად იყენებენ წიწვიან ჯიშებს — ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს, მაგრამ ზოგჯერ აკეთებენ ფოთლოვანი ჯიშებისგანაც, შაგალიოად, არყისაგან. საქართველოს მუზეუმში დაცული ჭუნირების კორპუსი გაკეთებულია ცაცხვისაგან. ხის ფიცარს გაათხელებენ, დაახლოებით 3 მმ სისქეს აძლევენ, შემდეგ, ჩადებენ ცხელ წყალში და რამდენიმე ხანს გააჩერებენ. ასეთი დამუშავებით ხე ადვილად იღუნება. შემდეგ მოღუნავენ და შეკრავენ მავთულით ან მსხვილი ძაფით. ზემოდან გადააკრავენ თხელ ტყავს ან საქონლის ფაშვს. თუ ფაშვი ძველია და გამხმარია, ჩადებენ წყალში. როცა დალბება, გადააკრავენ საცერს, ფაშვს ამაგრებენ კანაფით. კორპუსის უკანა მხარე ღია რჩება. შემდეგ უკეთდება ტარი. სვანი მთხრობლების სიტყვით, ტარისათვის ხის მასალას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მაინც უპირატესობას ანიჭებენ ფოთლოვან ჯიშებს არყს, მუხას. ტარი ბრტყელია. იმ ადგილას, სადაც თითები სიმებს უნდა შეეხოს, მომრგვალებულია ოდნავ. მასზე (ზედა ზედაპირზე) კეთდება გეომეტრიული ორნამენტი („ნაჭრელ“). ტარი გაყრილია კორპუსში და გამოდის კორპუსის ბოლოზე. ტარი შალაშინით კეთდება. ამის შემდეგ აკეთებენ მოქლონებს. მათი სიგრძე დაახლოებით 5-6 სმ-ია. მოქლოშები დანით კეთდება. სიმებად ხმარობენ ცხენის ძუას. ჭუნირს სამი სიმი აქვს, სხვადასხვა სისქისა. I სიმს უნდა 9 ძუა, მეორეს — 10, მესამეს— 13. სვანი მთხრობლების სიტყვით, II სიმს I-ზე 1-ით მეტი ძუა უნდა ჰქონდეს, ხოლო III-ს მეორეზე 2-ით მეტი. ძუის ფერს, როგორც ამბობენ, მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ უფრო ლამაზად ითვლება თეთრი სიმები. სიმები მიმაგრებულია მოქლონებზე და კორაზე. კორა კეთდება იმ შემთზვევაში, როდესაც ძუა მოკლეა და კორპუსის ბოლოშდე არ წვდება. კორა ტყავის ან კანაფისაა. ჯორა კეთდება კვარისაგან. ხემისათვის გამოიყენება ადვილად ღუნვადი ხე (შინდი, თხილი, არყი). შოლტს მოხრიან და მიამაგრებენ ძუას, რომლის რაოდენობა 40-50-ს აღწევს. სვანი მთხრობლების სიტყვით ადრე ყოფილა ისეთი ხემი, რომელზედაც ძუა მარტო ერთი ბოლოთი იყო მიმაგრებული. მეორე ბოლოს ხელით ჭიმავდნენ და იჭერდნენ სათანადოდ. ასეთი ტიპის ხემები ხემის განვითარების ადრეულ ეტაპად არის აღიარებული, რომელიც სვანეთის ეთნოგრაფიული სინამდვილეშიც მოწმდება. ჭუნირს აკეთებენ სხვადასხვა ზომისას. გამოცდილებით იციან, რომ „დედ ჭუნირს ბოხი ხმა, ექნება, პატარას — წვრილი“. საქართველოს მუზეუმში და სხვა მუზეუმებში (ქ. პეტერბურგი) დაცული სვანური ჭუნირების ზომების შედარებითმა შესწავლამ გამოავლინა სვანური ჭუნირის დამზადებისას დაცული შემდეგი თანადარდობანი: კორპუსის დიამეტრის ფარდობა ყელის სიგრძესთან შეესაბამება 2/3-ს.

რაჭული ჭიანური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაჭაში ჭიანურის კორპუსისათვის იყენებენ წიწვიან ჯიშებს — ფიჭვს ან სოჭს. ფიჭვის ან სოჭის ყავარს საცრისებურად მოდრეკენ და შეკრავენ თხილის ტკეჩით, ზედ ფაშვს გადააკრავენ. კორპუსი ქვემოდან ღიაა, ტარი გაყრილია კორპუსში, რომელსაც რაჭაში რკვალს ეძახიან. მოქლონებით (რიკები) მაგრდება ძუის სიმები. ჯორა იდგმება სიმების ქვეშ რკვალის ცენტრში. სიმებად გამოიყენება ძუა. ჭიანურს ორი სიმი აქვს. პირველი შედგება 15 ძუისაგან, მეორე — 20 ძუისაგან. ძუას ფრჩხილით გამოქნიან, შეატოლებენ, დაჭიმავენ და ჯერ მიამაგრებენ ჭიანურის ბოლოს (თითს), შემდეგ მოქლონებს (რიკებს). ხეშს რაჭაში ეძახიან კაკვს ან შვილდსაც. ხემისათვის იყენებენ შინდის ან ანწლის წკეპლას, რომელსაც გამოწვავენ ცეცხლზე, მისცემენ სასურველ ფორმას და გაჭიმავენ ძუით (15-20 ძუა). რკვალზე უსვაძენ ფისს; დაკვრის წინ ფისზე სემს უსვანენ ხოლმე.

სვანური ჭუნირის მსგავსად, რაჭული ჭიანურისთვისაც ტრაფარეტული ზომები არ არსებობს. თითოეული მკეთებელი (რომელიც ამავე დროს შემსრულებელიცაა), თავისი ტანის სიდიდის მიხედვით აკეთებს ჭიანურს.

თუშური ჭიანური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუშური ჭიანურიც გარეგნული ფორმით სვანურს წააგავს, მისი კორპუსი საცრისებურია. კორპუსის დასამზადებლად იყენებენ ცაცხვს, რადგან ცახვი „კარგად იგრიხება“. ცაცხვის ქერქს დანით კანს აცლიდნენ და აკეთებდნენ რკალს (კორპუსი, შდრ. რაჭ. რკვალი), რომელიც ბაწრით იყო შეკრული, ზოგჯერ ძველ საცერს იყენებდნენ. ზემოდან გადააყრავდნენ ხბოს ან ცხვრის ტყავს, მაგრამ ხბოს (ბოჩოლას) ტყავს ანიჭებდნენ უპირატესორას. თუ ტყავი ძველი იყო, მას წყალში დაალბობდნენ. ტყავს ორივე მხრიდანაც აკრავდნენ. თუ ზომით საკმარისი იყო, მთლიანად დაღარავდნენ ტყავით. ტყავის გადაკვრამდე ტარს გაუჩრიდნენ, რომელიც ყველა ხისა შეიძლებოდა ყოდილიყო. ტარის ზედაპირი ბრტყელია, ქვემოდან მომრგვალებული, ზოგჯერ მრგვალ ტარს უკეთებდნენ. თუშურ ჭიანურს ისეთივე თავი აქვს, როგორც სვანურს.

სიმებად იყენებენ ძუას, რომელსაც სამივე სიმისათვის სხვადასხვა, რაოდენობით აკეთებენ: I სიმისათვის 4 ძუა, II-თვის 5-6 და III-თვის 10-11 ძუა. ზოგჯერ ტყავზე აკეთებენ ნახვრეტებს. სხვა ჭიანურებზე (რაჭა, სვანეთი) ეს არ დასტურდება. მეცნიერთა აზრით, აქ დანდურის გავლენასთან უნდა გვქონდეს საქმე.

თუშეთში კორპუსად ზოგჯერ ჯამზე გადაკრული ტყავი გაშოიყენება, მაგრამ დამახასიათებელი თუშური ჭიანურისაოვის საცრისებური კორპუსია. ჯამზე გადაკრული კორპუსი გვხვდება წოვა თუშებში. კორპუსზე „ფიჭვის ოჭს“ უსვამენ, რომელზედაც დაკვრის წინ ხემს გაუსვამენ ხოლმე. ხემი (თუშურად — ფშვინდი) კეთდება ადვილად ღუნვადი ხისაგან, რომელზედაც გააბაშენ ძუას.

ხევსურული ჭიანური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევსურეთში დღეს ჭიანური აღარ გვხვდება, ივ. ჯავახიშვილი ხევსურეთში ჭიანურს მოგვიანებით ათვისებულად თვლის.

ჭიანურის ყორპუსი ხისაა. ეს არის ჯამი, როშელსაც გადაკრული აქვს ცხვრის ფაშვი ან ცხვრის თხელი ტყავი. ტყავს ნედლად აკრავენ. კორპუსში გაყრილია სახელური, რომელიც სათავეში მრგვალია. სიმებად „ძუის ლარებია“ გამოყენებული. გამოყენებულია მასზე კორა. ჭიანურს აქვს ჯორა. ხემი, ხევსურულად „შვილდი“, „ნახევარი ადლი სიგრძისაა“, მას გაბმული აქვს ძუა, ხევსურულ ჭიანურზედაც წასმულია ფიჭვის წებო „შოჭი“.

გურული ჭიანური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხემიანი საკრავის ფუნქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხემიან საკრავზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც (სვანეთი, თუშეთი). ხემიანი საკრავი სააკომპანემენტო საკრავია. მისი თანხლებით ასრულებენ ერთხმიან სიმღერებს — საგმირო ლექსებს. მათზე სრულდება აგრეთვე საცეკვაო მელოდიები. ჭიანურს ინახავენ ცეცხლთან ახლოს, ხოლო დაკვრის წინ ცეცხლზე ან მზეზე ათბობენ ხოლმე, განსაკუთრებით ავდრიან დღეს (ეს ფაქტი დასტურდება ყველა კუთშეში, სადაც გავრცელებულია ხემიანი საკრავი). ტყავზე მოქმედებს ქარი და სინესტე და უკეთესი ხმების მისაღებად ათბობენ მას. სვანეთსა და რაჭაში ჭუნირის ჟღერადობის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველებაც სცოდნიათ. როცა უამინდობაა მოსალოდნელი, ჭუნირი ძალიან ჩუმად და არასუფთად ჟღერს (მთხრ. პეტრე ფილფანი). ჭუზირი და ჩანგი „ანსამბლად“ ერთიანდებიან სამხმიანი სიმღერების შესრულების დროს. მეორე ხმა სრულდება სოლოდ, ხოლო ბანისა და პირველი ხმის პარტია გადატანილია ჭუნირზე, რომელიც აკომპანემენტის როლს ასრულებს.

თუშურ ჭიანურზე ძირითადად საცეკვაო მელოდიები სრულდება, რომლებშიც საგმაოდ ბევრია მელიზმები, განსხვავებით სხვა კუთხეების მელოდიებისაგან.

ორი ან მეტი ჭუნირის ერთდროულად გამოყენება ხალხურ ყოფაში არ დასტურდება. ჭიანურს სევდიან სიმღერებთან აკავშირებენ. მაგრამ მას იყენებენ დღეობაშიც, ქორწილშიც. საერთოდ ის მწუხარების საკრავად აქვთ წარმოდგენილი, სვანეთში არის გამოთქმა — „ჭიანური ჭირის არისო“. განსაკუთრებთ საყურადღებოა ქართული ხემიანი საკრავის (სვანური ჭუნირი) გამოყენება მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში. საყურადღებოა სვანეთში დამოწმებული ფაქტი — ჭუნირზე დაკვრა მიცვალებულთან დასაფლავების წინა ღამით. ერთ-ერთი ნაოესავი მიცვალებულისა (კაცი) დაჯდება და წყნარი ხმით ჭუნირზე დაამღერებს. იგი იგონებს მიცვალებულს და ამ გვარის სხვა მიცვალებულებს (მთხრ. ნ. ნავერიანი, ს. ჟამუში). ჭუნირის გამოყენება მიცვალებულის დატირების დროს სვანეთში მოწმდება სხვა მონაცემებითაც. „ქუთაისში გარდაიცვალა სვანი (ჰოსპიტალში), როცა ნათესავებმა მოაკითხეს, ის დასაფლავებული აღმოჩნდა. მაშინ ნათესავები მივიდნენ იმ საწოლთან, სადაც ის გარდაიცვალა, დაიჩოქეს და რაღაცას ბუტბუტებდნენ და ტიროდნენ. შემდეგ წავიდნენ სასაფლაოზე. სადაც თავი ესვენა, იქ დაასხეს არაყი, ამოთხარეს პატარა ორმო და შიგ ჩასვეს მამალი. შემდეგ აიღეს ერთი მუჭა მიწა, ჩადეს პატარა ნაჭერში და წაიყვანეს მამალი სახლში, თან უკრავდნენ ჭუნირზე, მათ უნდოდათ ეს მამალი მიეყვანათ გარდაცვლილის დედისათვის და იქ დაეტირათ ისე, თითქოს წინ მიცვალებული ჰყოლოდეთ“. ლ. ფრუიძის ცნობით, რაჭაშიც არის მკრთალი გადმოცემა ჭიანურის ტირილში გამოყენებაზე. ამასთან უნდა იყოს დაკავშირებული რაჭული რწმენა, თუ ვინმეს მოეპარა სიკვდილი, ჭიანური შეიტყობს და აკვნესდება.

ხემიან საკრავ აფხარცაზე დაკვრა მიცვალებულთან დასაფლავების წინა ღამეს დასტურდება აფხაზეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში.

უნდა აღინიშნოს მოკლულის „სულის დაჭერის“ ჩვეულებასთან დაკავშირებით ჭუნირის გამოყენება. როდესაც გვამს მიიტანდნენ სახლში, იმის ზრუნვაში იყვნენ, რომ დაებრუნებინათ სახლში სულიც. სვანების წარმოდგენით, მოკლულის სული რჩება სიკვდილის ადგილას. ნათესავები მოიწვევდნენ ჭიანურის კარგ დამკვრელს, სახლიდან წაიყვანდნენ მამალს და წავიდოდნენ იმ ადგილას, სადაც მათი ნათესავი დაიღუპა. აქ დაიწყებდნენ დაკვრას, თუ მამალი იყივლებდა, ეს ნიშნავდა, რომ სული ნაპოვნია და ბრუნდებოდნენ სახლში ჭიანურზე დაკვრით. თუ მამალი გზაშიაც იყივლებდა, ეს ნიშშავდა, რომ მიცვალებულის სული მათ თან მიპყვებათ. მაგრამ თუ მამალი დიდხანს არ იყივლებდა, შეჩერდებოდნენ, მაგრამ დაკვრას განაგრძობდნენ, იხმობდნენ რა სულს თავისთან. როცა მამალი ისევ იყივლებდა, ეს ნიშნავდა, რომ სული ისევ იპოვეს და განაგრძობდნენ გზას. სახლში მოსვლისასაც თუ იყივლებდა მამალი, ნიშნავდა სულის დაბრუნებას ოთახში. ჭუნირზე დაკვრა კი მანამდე გრძელდებოდა, სანამ მამალი არ აცნობებდა, რომ სული სახლში დაბრუნდა. ანალოგიური წეს-ჩვეულება სრულდებოდა რაჭაში ზვავით გატანილის სულის მოსაძებნად და სახლში დასაბრუნებლად.

ხემიან საკრავ აფხარცაზე დაკვრა და სიმღერა დადასტურებულია აფხაზეთში წყალში დამხრნვალისა და კლდიდან გადმოვარდნილის „სულების დაჭერის“ ცერემონიალში.

ჭუნირი გამოიყენება მიცვალებულის კულტის ორიგინალურ დღეობაში — ლიფანალში, რომელიც ქართველი ტომებიდან მხოლოდ სვანეთში მოწმდება. ეს იყო ახალწლის დღესასწაული, რომელიც ბუნების ძალების აღორძინების იდეას უკავშირდებოდა. ეს დღეობა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. მისი ერთ-ერთი ელემენტია სულების გართობა. „მთელი ღამის განმავლობაში არავინ არ იძინებდა ბავშვების გარდა. კერაში გამუდმებით შეშას უკეთებდნენ და ცეცხლს აძლიერებდნენ სულებს არ შესცივდეთო. ამავე დროს ოჯახის უხუცესი წევრი და ზღაპრების კარგი მცოდნენი სულებს ძველ ამბებსა და ზღაპრებს უამბობდნენ, ვინაიდან, ხალხის რწმენით, სულებს ზღაპრები მოსწონდათ. ამასთან ერთად სულებს ართობდმენ ჭიანურზე დაკვრით. სულების ასეთი გართობა ყოველ საღამოს ხდებოდა ლიფანალის განმავლობაში, მაგრამ ღამის გატეხვა, დილამდე ზღაპრების თხრობა და ჭიანურზე დაკვრა განსაკუთრებით მიღებული იყო ლიფანალის პირველ დღეს. საინტერესოა, რომ მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული დღეობა ლიფანალში და სხვა წეს-ჩვეულებებში მხოლოდ ხემიანი საკრავი ჭუნირი მონაწილეობს და არა სხვა უფრო ძველი საკრავები (მაგ., ჩანგი წარმოშობის მიხედვით ხემიანზე ძველი საკრავია, მაგრამ მიცვალებულის კულტთან დაკავში საყურადდებოა გადმოცემები ხემიანი საკრავის (ჭუნირის, ჭიანურის) წარმოშობის შესახებ. რაჭული ლეგენდა ჭიანურის გადმოცემას მიაწერს როსტომს, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა შვილი და „კითხავის“ რჩევით ორმოში ჩავიდა: შვილის ხელ-ფეხზე გააბა სიმებად თავისი წვერულვაში.

ანალოგიური ლეგენდა როსტომზე არსებობს სვანეთში. სვანეთში ჩაწერილია ლეგენდა ჭუნირის შესახებ (მთხრ. ათმურზა აზარეთის ძე კვიციანი, ს. უშხვანარი). ამ ლეგენდის თანახმად, როსტომმა, რომელსაც საკუთარი შვილი შემოაკვდა, გააკეთა ჭიანური — შვილის სხეულზე გააბა საკუთარი წვერი. იგივე ლეგენდა დადასტურებულია მაგრამ იმ განსხვავებით, რომ როსტომ გმირმა შვილის სხეულისაგან ფანდური გააკეთა.

ანალოგიური ოსური ლეგენდა ფანდურის (იგულიიხმება 12 სიმიანი ოსური არფა) გამოგონებას მიაწერს ნართ სირდონს.

ლ. ფრუიძეს მოპყავს საინტერესო ცნობა, რომ რაჭაში ავადმყოდის გასთრთობად კარგ მეჭიანურეს დაუძახებენ ხოლმე. ჭიანურის ავადმყოფთან დაკვრა დასტურდება თუშეთშიც, მაგრამ აქ უკრავენ „ბატონებიან“ ავადმყოდთან (მთხრ. გუთანაისძე-ბახტურიძე ფეფე სვიმონის ასული, ს. ქვემო ალვანი). სვანური და რაჭული ლეგენდების თანახმად, მუსიკალური საკრავის, კერძოდ, ჭიანურის დაკავშირება „მკვდარი შვილის“ სხეულისაგან გაკეთებასთან და ჭიანურის გამოეენება მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ რიტუალებში, ერთმანეთთან გარკვეულ კავშირში უნდა იყოს. მიცვალებულის კულტთან ჭიანურის კავშირის ანარეკლი უნდა ჩანდეს გადმოცემებში მისი წარმოშობის შესახებ, ხოლო ხემიანი საკრავის კავშირი მიცვალებულის კულტთან, მის სიძველეზე მეტყველებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938.
  • მ. შილაკაძე, „ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა“, თბ., 1970, გვ. 57-65

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]