ხათუნა ლაგაზიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხათუნა ლაგაზიძე
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1972
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ხათუნა ლაგაზიძე (დ. 24 თებერვალი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტები და ასპირანტურა, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი.

გავლილი აქვს გარმიშ-ჰარტენკირხენის (გერმანია) ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უსაფრთხოების ცენტრის „ოცდამეერთე საუკუნის ლიდერთა“ კურსი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული მართვის განხრით.1996-2001 წლებში სხვადასხვა დროს პოლიტიკურ მიმომხილველად მუშაობდა გაზეთებში: ჯორჯიან ტაიმსი, 7 დღე, კავკასიონი.

მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის წამყვან სახელმწიფო მრჩევლად სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ანალიტიკურ დეპარტამენტში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ალმა-მატერში ასწავლიდა სახელმწიფო მართვის თეორიისა და სისტემების კურსს.

ავტორია სახელმძღვანელოსი „სახელმწიფო მართვის თეორიის საფუძვლები“. ასწავლის სახელმწიფო მართვის სისტემებსა და პოლიტოლოგიას ბადრი პატარკაციშვილის სახელობის მედიის უმაღლეს სკოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო „თავისუფლების“ პროექტი, თბ., 2014, გვ.150

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახელმწიფო მართვის თეორიის საკითხები , თბილისი, გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის გამ-ბა, 2006, გვ. 200

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]