ჭერათხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭერათხევი

ჭერათხევი სოფ. ზემო აძვისთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ხაშურის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე)
სათავე ლიხის ქედი
42°11′05″ ჩ. გ. 43°36′54″ ა. გ. / 42.184944° ჩ. გ. 43.615139° ა. გ. / 42.184944; 43.615139
სათავის სიმაღლე 1078 მ
შესართავი სურამულა
42°01′55″ ჩ. გ. 43°44′06″ ა. გ. / 42.032083° ჩ. გ. 43.735250° ა. გ. / 42.032083; 43.735250
სიგრძე 27 კმ
აუზის ფართობი 128 კმ²
მდინარის სისტემა სურამულაფცამტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 2,23 მ³/წმ
ჭერათხევი — საქართველო
ჭერათხევი
ჭერათხევი
ჭერათხევი — შიდა ქართლი
ჭერათხევი
ჭერათხევი
— სათავე, — შესართავი

ჭერათხევი — მდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდინარე სურამულას მარცხენა შენაკადი. სათავეს იღებს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1078 მეტრზე. სიგრძე 27 კმ. აუზის ფართობი 128 კმ². წყალდიდობა გაზაფხულზეა. წყალმცირობა წლის დანარჩენ პერიოდში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 2,23 მ³/წმ.[1] ზოგიერთი ავტორს (ჯ. გვასალია, ს. მაკალათია) და ისტორიულ წყაროს (ვახუშტი) ჭერათხევი მოხსენიებული აქვს, როგორც ალის ფრონე ან ალის წყალი.[2][3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 391.
  2. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989, ISBN 5-520-00154-5.
  3. მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1963.