წყლის წიწმატი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| წყლის წიწმატი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Nasturtium officinale | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
წყლის წიწმატი (ლათ. Nasturtium officinale) — მრავალწლოვნაი ბალახოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა. ფრთისებრ დაყოფილი ფოთლები და წვრილი თეთრი ყვავილები აქვს. იზრდება დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ აზიაში, კავკასიასა (მათ შორის თითქმის მთელ საქართველოში) და შუა აზიაში, მდინარეებისა და არხების ნაპირებზე, ზღვის სანაპიროზე, ჭაობებში. ნორჩ ყლორტებსა და ფოთლებს (ზოგჯერ თესლსაც) სანელებლად იყენებენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 370, თბ., 1987 წელი.