წიწმატი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| წიწმატი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Lepidium sativum | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
წიწმატი (ლათ. Lepidium sativum) — ერთწლოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა. ღერო 30-60 სმ-მდე იზრდება, ძლიერ დატოტვილია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრ განკვეთილი ან მთლიანი, ზედა — მჯდომარე მთლიანი. ყვავილი თეთრია, მრავალრიცხოვანი. ნაყოფი პატარა ჭოტაკია. წიწმატი ადრეულა, სიცივეგამძლე მცენარეა. სამშობლოდ მიჩნეულია ირანი. ველურად გვხვდება აზიასა და აფრიკაში, იზრდება საქართველოშიც. ფოთოლი შეიცავს მინერალურ მარილებს, C ვიტამინს, კაროტინს, იოდსა და რკინას. იყენებენ კულინარიაში.
გურიაში უწოდებენ წიწმარიტს, სამეგრელოში წიწმარტეს.[1]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 336, თბ., 1987 წელი.