წყაროსმთა
წყაროსმთა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | წალკის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1860 მ |
ქედი | ჯავახეთის ქედი |
ამგებელი ქანები | დიაბაზული, ბაზალტური და ანდეზიტური ლავა |
წყაროსმთა — მთა საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთზე. მდინარე ჭოჭიანის შუა აუზში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1860 მეტრი. აგებულია ზედაპლიოცენურ-შუამეოთხეული დიაბაზული, ბაზალტური და ანდეზიტური ლავებით. შემოსილია მთის გასტეპებული მდელოს მცენარეულობით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 364.