წმინდა პავლეს მონასტერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მონასტერი
წმინდა პავლე
Μονή Αγίου Παύλου
Athos Agiou-Pavlou 1998 1.jpg
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
კოორდინატები 40°09′40″ ჩ. გ. 24°17′25″ ა. გ. / 40.16111° ჩ. გ. 24.29028° ა. გ. / 40.16111; 24.29028
დაარსდა X საუკუნე

წმინდა პავლეს მონასტერი მდებარეობა საბერძნეთი

Red pog.svg

წმინდა პავლეს მონასტერი (ბერძნ. Μονή Αγίου Παύλου) — სავანე ათონის მთის დასავლეთ ნაწილში, ნავსადგურთან ახლოს მდებარეობს. თანამედროვე იერარქიაში მეთოთხმეტე ადგილზეა წმინდა მთის მონასტრებს შორის. მონასტრის აღმშენებლად, გადმოცემით, X საუკუნის მოღვაწე ღირსი პავლე ქსიროპოტამელი მიიჩნევა.

ათონზე კატალონიელების თავდასხმის შემდეგ მონასტერმა დროებით დაკარგა დამოუკიდებლობა და ქსიროპოტამის მონასტრის სენაკებად იქცა. 1370 წელს, სერბეთის ბატონის გიორგი ბრანკოვიჩის წყალობით, მან დამოუკიდებლობა დაიბრუნა და გაძლიერდა. XV-XVII საუკუნეებში აქ ხალისით სახლდებოდნენ სლავი ბერები.

ხანძრებისა და სხვა უბედურებების, მათ შორის - 1911 წლის წყალდიდობის შედეგად მონასტერმა არაერთი ნაგებობა დაკარგა, რომლებიც დროთა განმავლობაში აღადგინეს. უფლის მირქმის სახელობის ტაძარი 1839-1844 წლებში ხელახლა აშენდა და მთლიანად მარმარილოთი მოპირკეთდა. ტაძრის კანკელი ათონის ხეზე კვეთის კლასიკური ნიმუშია. შემორჩენილ ნაგებობათაგან უძველესია XVI საუკუნის თავდაცვითი კოშკი.

სავანეში 12 სალოცავია. ბიბლიოთეკაში ხუთასამდე ხელნაწერი და თორმეტი ათასზე მეტი ძველი ნაბეჭდი წიგნი ინახება. ხელნაწერთაგან 174 სლავურია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: