ცხენის ძალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხენის ძალა

ერთ ცხენის ძალით შესაძლებელია ≈250 კგ (550 ფუნტი) ≈0.3048 მეტრით (1 ფუტით) აწევა ერთ წამში.
სტანდარტი: სისტემის გარეშე ერთეული
სიდიდე: სიმძლავრე
სიმბოლო (ქართ): ც. ძ.
სიმბოლო (საერთ): HP ან hp, PS, CV
ეკვივალენტები:

ცხენის ძალა (აღნიშვნა: ც. ძ., HP ან hp [ინგლ. horsepower], PS [გერმ. Pferdestärke], CV [ფრანგ. Cheval-vapeur]) — სიმძლავრის მოძველებული სისტემის გარეშე ერთეული.

შემოიღეს XVIII საუკუნეში, როცა აუცილებელი გახდა ორთქლის ძრავასა და ცხენის მუშაობათა უნარის შედარება. ცდებით დამტკიცდა, რომ მუშა ცხენს შეუძლია იმოძრაოს 4.5 კმ/სთ სიჩქარით და ამ დროს განავითაროს ≈ 60კგძ წევის ძალა. ეს შეესაბამება ≈ 75 კგძ·მ/წმ სიმძლავრეს.

სხვა განსაზღვრებით ერთ ცხენის ძალით შესაძლებელია 250 კგ (550 ფუნტი) 0.3048 მეტრით (1 ფუტით) აწევა ერთ წამში.

P = mgh/t = (550 ფუნტი × 9.8 მ/წმ² × 1 ფუტი) ÷ 1 წამი = (250 კგ × 9.8 მ/წმ² × 0.3048 მ) ÷ 1 წამი = 746.76 ≈ 750 ვტ.

ტექნიკრ ზოგიერთ დარგებში (ძირითადად ავტომშენებლობასა და ტრაქტორთმშენებლობაში) ამჟამადაც იყენებენ. სსრკ-სა და ზოგ სხვა ქვეყანაში 1 ც. ძ. (1PS, 1CV) ≈ 75 კგძ·მ/წმ ≈ 736 ვტ. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში 1hp = 550 ფუტ·ფუნტ/წმ ≈ 746 ვტ.

ტერმინი „ცხენის ძალა“ მცდარია, რადგან მასში იგულისხმება სიმძლავრე და არა ძალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]