ციხისძირის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციხისძირის ციხე

ციხისძირის ციხე — ციხესიმაგრე საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 28 კმ-ში მდებარე სოფელ ციხისძირის სამხრეთ-დასავლეთით, მაღალ მთაზე, მდინარე ქვემო ჯახის მარცხენა ნაპირზე. ციხე ჩართული იყო არაგვის ხეობის სიმაგრეთა სისტემაში და კონტროლს უწევდა ჯახის ხეობაზე გამავალ ქსნის ხეობასთან დამაკავშირებელ გზას.

ციხისძირის ციხე შედგება მთის თხემზე მდებარე ციტადელისა და მის აღმოსავლეთ კალთაზე განფენილი ქვედა ეზოსაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე დანგრეულია. შედარებით უკეთაა შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი - ციტადელი, რომელსაც ეტყობა მრავალგზის გადაკეთების კვალი. ციხეში შესასვლელლი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხა ეზოს სამხრეთ კედელშია მოთავსებული.

ციტადელის ყველაზე ადრინდელი ნაგებობა ზურგიანი კოშკია, რომელიც 4 სართულისაგან შედგება.

ციხისძირის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 238.
  • გვასალია ჯ. არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, V,თბ., 1975