ცა მიწიდან იწყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ცა მიწიდან იწყება“

ავტორი ოთარ ჭილაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ჟანრი პუბლიცისტიკა, ჩანაწერები, დოკუმენტური პროზა
გამოცემის თარიღი 2010
გვერდი 314
ISBN 978-9941-458-35-4

ცა მიწიდან იწყებაოთარ ჭილაძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, 2010 წელს, "ინტელექტმა" გამოსცა. კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ. წიგნში გამოყენებულია თავად ავტორის ნახატები.[1]

კრებულში "ცა მიწიდან იწყება" ოთარ ჭილაძის პირადი ჩანაწერების რვეულებიდან ამოკრებილი ამბებია, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე, სადაც მწერალი აფიქსირებდა თავის ყოველდღიურ განცდებს, ემოციებს, შეხედულებებს ამა თუ ადამიანებზე და მოვლენებზე.[2] წიგნის პრეზენტაცია არტკაფე "ქარავანში" გაიმართა, სადაც მწერლის ჩანაწერები თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა წაიკითხეს.

თამაზ ჭილაძემ, პრეზანტიციის შემდეგ აღნიშნა, რომ სიტყვა სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, როცა მას ახალგაზრდა კითხულობს - ეს უკვე მომავალი ლაპარაკობს, და ვიდრე ქვეყანაში ახალგაზრდებს ლიტერატურა აღელვებთ და აინტერესებთ, ქვეყანას დაღუპვა არ უწერია.

მწერალმა და კრიტიკოსმა როსტომ ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ჩანაწერები მარგინალურ ჟანრად, მწერლის შემოქმედების დანამატად ითვლებოდა ხოლმე, მაგრამ მკითხველი დარწმუნდება, რომ ეს წიგნი დამოუკიდებელი ღირებულებისაა, მისი შემოქმედების სრულუფლებიანი ნაწილია და გამოადგება ყველას, ვისაც ოთარ ჭილაძის შემოქმედება და, ზოგადად, ქართული მწერლობა აინტერესებს.

თამაზ ჭილაძე წიგნის შესახებ:

გარდაცვალების შემდეგ, როცა მის ოთახში შევედი, უამრავი რვეული დამხვდა. რასაკვირველია, მათი არსებობა ვიცოდი, მაგრამ, ბუნებრივია, არ ვეკარებოდი. როცა გამომცელობა ძინტელექტმა" ოთარის ძესეები" გამოსცა, ზვიად კვარაცხელიამ მთხოვა, იქნებ ჩანაწერებიც წიგნად ვაქციოთო და მათი გადამუშავება დავიწყე. ძალიან რთული სამუშაო იყო, ზღვა მასალაა, რომელიც კიდევ ელის თავის მკვლევარს

როსტომ ჩხეიძე:

ამ ჩანაწერებზე შეიძლება მხატვრულ-ბიოგრაფიული წიგნიც ამოიზარდოს, რაც, მაგალითად, ვახტანგ ჯავახაძემ გააკეთა გალაკტიონის ჩანაწერებზე დაყრდნობით. ეს ჩანაწერებიც სწორედ ის მასალაა, რომლითაც შეიძლება წარმოისახოს ოთარ ჭილაძის სულიერი პორტრეტი, მისი ბიოგრაფიული რომანი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]