დღიური (ჩანაწერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დღიური “ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დღიური.
ანა ფრანკის დღიურის ორიგინალი ტექსტი ბერლინში

დღიური - ავტორისეული ყოველდღიური ან პერიოდული ჩანაწერები, უპირველეს ყოვლისა მოთხრობის სახით. ასახულის თანადროული (მემუარებისგან განსხვავებით). ამიტომ დღიურის დამახასიათებელია ჩაწერის თარიღის აღნიშვნა და მისი სინქრონულობა. დღიური მხატვრულ ლიტერტურაში ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

  1. მხატვრული პროზის ჟანრობრივი სახეობა. მისი აღმოცენება დაკავშირებულია სენტიმენტალიზმთან. მას ახასიათებს ავტორისეული თავისუფლება, ასასახავი მასალის შეუზღუდავი კომპოზიციური განლაგება და ავტორის, როგორც დამსწრე-მთქმელის, აზრებისა და შთაბეჭდილებების უშუალობა და თავისუფლება.
  2. სტილისტურ-კომპოზიციური ხერხი. ზოგჯერ დღიურის სახით წარმოდგენილია მხატვრული ნაწარმოების რომელიმე ნაწილი ან ნაწარმოებში ჩართულია ლიტერატურული გმირის დღიური, რომლითაც გადმოცემულია მისი სულიერი ისტორია, თვითდახასიათება, ინტროსპექცია. ასეთი ხერხი აძლიერებს მკითხველისეული აღქმის უშუალობას, ხელს უწყობს გმირის შინაგან სამყაროსთან დაახლოებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ronald Blythe's The Pleasures of Diaries: Four Centuries of Private Writing (Pantheon, 1989 ISBN 0-394-58017-6) contains selections from (mostly) English diarists' work.