ეკატერინეს სასახლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთის ფასადი - ხედი ბაღიდან.
სამხრეთის ფასადი - ხედი ჰერმიტაჟიდან.

ეკატერინეს სასახლე (რუს.: Екатерининский дворец) რუსეთის მეფეების ბაროკოს სტილის ზაფხულის რეზიდენციაა ცარსკოე სელოში, სანქტ-პეტერბურგიდან 25 კმ-ში, რუსეთი.

რეზიდენციას დასაბამი 1717 წელს დაედო, როდესაც ეკატერინე I-მა გერმანელი არქიტექტორი იოჰან-ფრიდრიხ ბრაუნშტაინი დაიქირავა საკუთარი სიამოვნებისთვის ზაფხულის რეზიდენციის ასაგებად. 1743 წელს იმპერატრიცა ანამ მიხაილ ზემცოვსა და ანდრეი კვასოვს შეუკვეთა ეკატერინეს სასახლის გაფართოება. თუმცა იმპერატრიცა ელისაბედმა დედამისის რეზიდენცია ძველმოდურად მიიჩნია და 1756 წლის მაისში კარის არქიტექტორ ბართოლომეო რასტრელის სთხოვა ძველი შენობის დანგრევა და მისი ახლით, უფრო გრანდიოზულით შეცვლა როკოკოს სტილში. მშენებლობა ოთხ წელს გაგრძელდა და 1756 წლის 30 ივლისს არქიტექტორმა იმპერატრიცასა და მის კარს წარუდგინა ახალი 325 მეტრი სიგრძის სასახლე.

ელისაბედის სიცოცხლის პერიოდში სასახლემ სახელი გაითქვა მისი ურცხვი ფუფუნებით. 100 კგ-ზე მეტი ოქრო იქნა გამოყენებული შენობის ფასადის ჩუქურთმების მოსავარაყებლად, სახურავზე კი უამრავი ქანდაკება დაიდგა. ერთ დროს ჭორიც გავრცელდა, რომ სახურავი მთლიანად ოქროსი იყო. სასახლის წინ ბაღი გაშენდა. მთელ კომპლექსს გარს ეტრყმის დელიკატური ჭედური რკინის გალავანი.

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეს ეკატერინე დიდს უკავშირებენ, ეს უკანასკნელი სასახლის ”ათქვეფილი კრემისებრ” არქიტექტურას ძველმოდურად მიიჩნევდა. ტახტზე ასვლისას პარკის რამდენიმე ქანდაკება ოქროთი დაიფარა, იმპერატრიცა ელისაბედის უკანასკნელი სურვლის აღსასრულებლად, თუმცა დაკავშირებული ხარჯების სიდიდის შეტყობისთანავე ახალმა მონარქმა სამუშაოები მყისვე შეაწყვეტინა. ეკატერინეს განუკიცხავს მისი წინამორბედის უყაირათო ექსტრავაგანტულობა: ”მილიონ ექვსასი ათასი მანეთის თანხა დაიხარჯა მშენებლობაზე. ამის დამამტკიცებელი ხარჯთაღრიცხვა არსებობს; მაგრამ გარდა ამისა იმპერატრიცა ფულს ხარჯავდა საკუთარი ჯიბიდან ისე, რომ არ კი ითვლიდა”.


Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: