ჩვეულებრივი პომიდორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი პამიდორი
Tomatoes-on-the-bush.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი
გვარი: პომიდორი
სახეობა: ჩვეულებრივი პომიდორი
ლათინური სახელი
Lycopersicon esculentum

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ჩვეულებრივი პომიდორი (Lycopersicon esculentum) ერთწლოვანია, ღერო ჩამწოლი ან სწორმდგომია, სიმაღლით 0,2-3,0 მ, შიშველი ან ოდნავ შებუსული; ფოთოლი კენტფრთართულია; ყვავილედი — მტევანი; ყვავილი — წვრილი, საშუალო ან მსხვილი, ყვითელი, სხვადასხვა ელფერი დაჰკრავს. უმეტესად თვითდამმტვერავია. ნაყოფი — წვნიანი, ორ- ან მრავალბუდიანი, მრგვალი, მობრტყო-მრგვალი, ბრტყელი, ელიფსური, წაგრძელებულ-ოვალური, ქლიავისებრი და მსხლისებრი. ნაყოფი წითელი, ვარდისფერი და სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერისაა, მისი მასაა 20-დან 900 გ-მდე და მეტიც. სიმწიფეში შედის აღმოცენებიდან 80-140 დღეში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კაპანაძე ე., სტატია „პამიდორი“, ქსე, ტ. 7, გვ. 655, თბ., 1984