ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შუა დერეფანი)
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის ლოგო
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის რუკა

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა (TITR), შუა დერეფანი — საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც იწყება ჩინეთში, გაივლის ყაზახეთს, კასპიის ზღვით გადადის აზერბაიჯანში, გაივლის საქართველოს და თურქეთისა და შავი ზღვის საშუალებით უკავშირდება ევროპის ქვეყნებს.[1]

მარშრუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარშრუტი: ჩინეთი (ლიანიუნგანგის პორტიდან სიანის გავლით ურუმჩიმდე) – ყაზახეთი (ხორგოსისა და დოსტიკის მშრალი პორტებიდან აქთაუს და კურიკის პორტებამდე) – აზერბაიჯანი (ალათის პორტი) – საქართველო (თბილისი). თბილისიდან შემდეგ, მარშრუტი მიდის ფოთამდე და შავი ზღვის გავლით ევროპის სიღრმეში, ან გაგრძელდება თბილისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთამდე (ყარსი, იზმითი, მერსინი, ჩერქეზქოი) და იქიდან ევროპის ქვეყნებში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]