შოკოლადის ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაუნი შოკოლადის მონეტებით

შოკოლადის ბრაუნი (ან უბრალოდ ბრაუნი; chocolate brownie) არის კვადრატული ან მართკუთხა ფორმის მქონე შოკოლადის ნამცხვარი. ბრაუნი გამოირჩევა განსხვავებული ვერსიების სიმრავლით. არსებობს ბრაუნების დიდი არჩევანი ნამცხვრის სიმკვრივის მიხედვით, ის შეიძლება იყოს ნაზი და ჰაეროვანი, როგორც ნამცხვარი, ან უფრო მკვრივი და "ტენიანი". ის ასევე შეიძლება შეიცავდეს კაკალს, კრემ-ყველს, კრემს, შოკოლადის მონეტებს ან სხვა ინგრედიენტებს. ბრაუნის უფრო განსხვავებულ ვერსიას, რომლის ცომიც ყავისფერი შაქრით და ვანილით კეთდება, შოკოლადის ნაცვლად, ქერა ბრაუნი ან blondie ეწოდება. ბრაუნი შეიქმნა შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით ცნობადობა მოიპოვა აშშ-სა და კანადაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.

ბრაუნის დიდ, მართხკუთხა საცხობ ლანგარზე აცხობენ. მას ძირითადად ხელით მიირთმევენ, ხშირად თან აყოლებენ რძეს ან ყავას, ან მიირთმევენ ნაყინთან ერთად, ზემოდან კრემით, დაფქვილი შაქრით, ტკბილეულის მარცვლებით და ა.შ. ჩრდილოეთ ამერიკაში ისინი ჩვეულებრივი საოჯახო კერძებია, ასევე პოპულარულია რესტორნებში და კაფეებში.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაღაზიაში ნაყიდი ბრაუნები

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაუნის შექმნის შესახებ რამდენიმე ლეგენდაა ცნობილი. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ბრაუნის დაარსება ბერტა პალმერს, ჩიკაგოს არისტოკრატული საზოგადოების წევრს უკავშირდება, რომლის მეუღლეც ფლობდა Palmer House Hotel- ს.[2] 1893 წელს პალმერმა საკონდიტრო მზარეულს სთხოვა, შესაფერისი და განსხვავებული დესერტი მოემზადებინა ქალბატონებისთვის, რომლებიც სასტუმროს სტუმრობდნენ Chicago World's Columbian Exhibition-ის გამო. მას სურდა ნამცხვრის მსგავსი დესერტი, რომელიც ნამცხვრის ნაჭრებზე პატარა ზომის იქნებოდა, რათა ადვილად მოეთავსებინათ პატარა საკვების კოლოფებში. შედეგი იყო Palmer House Brownie ნიგვზითა და გარგარის მინანქრით. თანამედროვე Palmer House Hotel დღესაც ამ რეცეპტს იყენებს ბრაუნის დასამზადებლად. დესერტს სახელი შეარქვეს 1893 წლის შემდეგ, მაგრამ ამ დროის ჟურნალებში და სხვა წყაროებში ბრაუნი მოხსენიებული არაა.[3]

განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა "ბრაუნის" პირველი ნაბეჭდი ვერსია, რომელიც დესერტის სახელად გამოიყენებოდა, გამოჩნდა Fannie Farmer- ის Boston Cooking School Cook Book წიგნის 1896 წლის ვერსიაში და იმ ნაცხვრების დასახასიათებლად იყო გამოყენებული, რომლებიც ინდივიდუალურად, სპეციალური თუნუქის ფორმებში იყო გამომცხვარი. ამასთან, ფერმერის ბრაუნი არ შეიცავდა შოკოლადს. [4][5]

1899 წელს Machias Cookbook– ში გამოქვეყნდა ბრაუნის პირველი ცნობილი რეცეპტი, რომელსაც ახლანდელ ვერსიასთან არც თუ ისე ბევრი საერთო აქვს. მათ "Brownie's Food"-ს უწოდებდნენ. რეცეპტი შექმნილია Marie Kelley-ს მიერ ვაითვათერში, უისკონსინის შტატში.

თანამედროვე სტილის შოკოლადის ბრაუნის ყველაზე ადრეულად გამოქვეყნებული რეცეპტები გამოჩნდა Home Cookery (1904, Laconia, NH), Service Club Cook Book (1904, Chicago, IL), The Boston Globe (2 აპრილი, 1905) წიგნებში.

1907 წლისთვის ბრაუნი დამკვიდრდა ჩრდილოეთ ამერიკის სამზარეულოებში. ამ დროს გამოჩნდა დესერტის განახლებული ვერსიებიც.ეს ვერსიები უფრო მეტ კვერცხს და შაქარს ამატებდნენ დესერტს, რათა გემო უფრო გაემდიდრებინათ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]