შოთა ჯავახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯავახიშვილი.
შოთა ჯავახიშვილი
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1929(1929-01-01)
გარდ. თარიღი 25 თებერვალი, 2001(2001-02-25) (72 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი

შოთა ჯავახიშვილი (დ. 1 იანვარი, 1929 — გ. 25 თებერვალი, 2001) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1990).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა ჯავახიშვილმა დაამთავრა დუშეთის პედაგოგიური ტექნიკუმი 1943 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-ჰიდრო-კლიმატოლოგის სპეციალობით 1951 წელს.[1]

1943–46 წლებში მუშაობდა სოფლების არბუეთისა და ჯავახიანთკარის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად; 1951–52 წლებში საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სამსახურში; 1952–57 წლებში თბილისის ავიომეტეოროლოგიურ სადგურში უფროს ინჟინერ-სინოპტიკოსად; 1957–69 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1969 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრაზე. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1960 წელს თემაზე: „შიგნით კახეთის კლიმატი“.[1]

მის საკანდიდატო ნაშრომში დეტალურადაა მოცემული საკვლევი მხარის მრავალფეროვანი კლიმატის დახასიათება და მისი საწარმოო მნიშვნელობა. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1994 წელს თემაზე: „ატმოსფერული ნალექები საქართველოს ტერიტორიაზე“. იგი მუშაობდა მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის, ჰავის ატმოსფეროს დაცვის, ეკოლოგიის, ჰავის ცვლილებების საკითხებზე. ნაშრომებში გაშუქებულია საქართველოს ჰავის თავისებურებები.[1]

გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომი, რომელთაგან 18 მონოგრაფია, სახელმძღვანელო და ბროშურაა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ენაზე დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის საქმეში. გამოცემული აქვს 6 სასწავლო რუკა, მონაწილეობდა საქართველოს ატლასის (1964) და საქართველოს სასკოლო გეოგრაფიული ატლასის (1992) შედგენაში. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია.[1][2]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კლიმატოლოგია : ლექციების კურსი (ავტორი) // ნაწ. 2. თბილისი, თბ., 1993;
  • კლიმატოლოგია : ლექციების კურსი (ავტორი) // ნაწ. 1. თბილისი, თბ., 1992;
  • პრაქტიკული სამუშაოები მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიაში. თბილისი, თბ., 1987;
  • კლიმატოლოგიური ტერმინების სამენოვანი ლექსიკონი (შემდგენელი). თბ., 1977;
  • საქართველოს ჰავა (თანაავტორი). თბ., განათლება, 1971;
  • მეტეოროლოგიური დაკვირვება სკოლაში. თბ., ცოდნა, 1961.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003.
  2. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. თბ., 2012.