შოთა აბასაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა აბასაშვილი
დაბ. სახელი შოთა გიორგის ძე აბასაშვილი
დაბადების თარიღი 1922
დაბადების ადგილი ხაშური, გორის მაზრა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ეროვნება ქართველი
პარტია სკკპ
საქმიანობა დისპეჩერი, მემანქანე
ჯილდოები წითელი დროშის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი დიდების II ხარისხის ორდენი დიდების III ხარისხის ორდენი

შოთა გიორგის ძე აბასაშვილი (დ. 1922, ხაშური) — საქართველოს სსრ-ის VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი კომკავშირის № 10 სარჩევნო ოლქიდან. სკკპ წევრი 1948 წლიდან.[1]

დიდი სამამულო ომის პერიოდში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წელს იწყებს მუშაობას ამიერკავკასიის რკინიგზის ტრანსპორტზე სადგურ ხაშურის დისპეჩერის თანამდებობაზე. 1948 წლიდან იყო მემანქანის თანაშემწე ხაშურის საელმავლო დეპოში, 1953 წლიდან მუშაობდა მემანქანედ თბილისის ელდეპოში.[1]

დიდი სამამულო ომის დროს გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის დაჯილდოვებულია „წითელი დროშის“, „წითელი ვარსკვლავის“ ორდენებით, დიდების II და III ხარისხის ორდენით და მედლით.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 აბასაშვილი შოთა გიორგის ძე (doc doc-ფორმატი). საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2021