ამიერკავკასიის რკინიგზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამიერკავკასიის რკინიგზის სქემა 1967 წლის მდგომარეობით

ამიერკავკასიის რკინიგზა — რკინიგზა, რომელიც გადაჭიმულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1865 წელს ქალაქ ფოთიდან. ფოთი - ზესტაფონის მონაკვეთი გაიხსნა 1871 წლის 14 აგვისტოს ხოლო მთელი სისტემა ამოქმედდა 1872 წელს. ბაქოში ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა მისი ტრანსპორტირება მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში და 1883 წელში გაიხსნა სამტრედია - ბათუმისა და თბილისი - ბაქოს ხაზები.

1899—1908 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა თბილისი - ალექსანდროპოლი — ერევანი — ჯულფა ხაზი.

1925 სარკინიგზო ქსელს უერთდება ლენინაკანი — არტიკი, ხოლო 1935 წელს კი ბროწეულა — წყალტუბო რომლის ერთ-ერთ შტოს გუმბრინის სადგური წარმოადგენდა, შემდგომ 1940 წელს გაიხსნა გორი - ცხინვალისა და ცხაკაია (სენაკი) — სოხუმის ფოთისა და ტყვარჩელის განშტოებით. შავი ზღვის სანაპიროზე ერთიანი გამჭოლი ხაზი აიგო 1942 წლის ბოლოს, ხოლო 1949 წელს ექსპლუატაციაში შევიდა სოხუმი - ადლერის ხაზი.

1967 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის ნაწილი რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოეყო მას და ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი რკინიგზა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]