შიმშერი
| შიმშერი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Xiphias gladius | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
შიმშერი (ხმალა; ლათ. Xiphias gladius) — ქორჭილასნაირთა რიგის ერთადერთი თანამედროვე წარმომადგენელი. ზედა ყბა ხმლის მსგავსად აქვს წაგრძელებული, მუცლის ფარფლები არა აქვს. მისი უქერცლო სხეულის სიგრძე 4 მ, მასა — 0,5 ტ აღწევს. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 4,55 სმ, ხოლო წონა — 650 კგ-ს აღწევს. გავრცელებულია ყველა ოკეანეში, უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. იკვებება კალმარებით, თინუსით და ზვიგენით. რეწვის ძვირფასი ობიექტია. კოსმოპოლიტია. ერთეულებად გვხვდება შავ, აზოვის, იაპონიის და სხვა ზღვებში. ხმელთაშუა ზღვაში ქვირითს ყრის ივნის-ივლისში. ხიზილალა პელაგიურია. ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა არ არის რეგისტირებული. ძლიერი თევზია, ძალიან სწრაფად გადაადგილდება. ზედა ყბის ხარჯზე იქმნება „ხმალისებრი“ წარმონაქმნი, რომელიც შეადგენს მისი სხეულის სიგრძის 1/3-ს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- შიმშერი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- შიმშერი – დახასიათება (რუსული)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 747, თბ., 1986 წელი.