შერლოკი (ტელესერიალი)
| შერლოკი | |
|---|---|
| ჟანრი | კრიმინალური დრამა |
| შემქმნელი | მარკ გატისი სტივენ მოფატი დაფუძნებულია ართურ კონან დოილის ნაშრომებზე |
| რეჟისორი | ტობი ჰეინესი ევროს ლინი პოლ მაკგიგენი |
| როლებში | ბენედიქტ კამბერბეტჩი მარტინ ფრიმენი |
| კომპოზიტორი(ები) | დევიდ არნოლდი მაიკლ პრაისი |
| ქვეყანა | |
| ენა(ები) | ინგლისური |
| სეზონების რაოდენობა | 2 |
| ეპიზოდების რაოდენობა | 6 ეპიზოდების სია} |
| გადაღება | |
| აღმასრულებელი პროდიუსერი(ები) |
მარკ გატისი სტივენ მოფატი ბერილ ვერტუ რებეკა იტონი ბეთან ჯონსი BBC |
| პროდიუსერი(ები) | სიუ ვერტუ |
| რედაქტორი(ები) | მალი ევანსი ჩარლი ფილიპსი |
| კინემატოგრაფია | სტივ ლოუსი ფაბიან ვაგნერი |
| კამერა | სინგელ კამერა |
| ხანგრძლივობა | 90 წთ. |
| მწარმოებელი კომპანია(ები) |
Hartswood Films BBC Wales WGBH |
| ეთერი | |
| ორიგინალური არხი | BBC One BBC HD (2010) BBC One HD (2012–) |
| სურათის ფორმატი | 1080i (HDTV) 576i (SDTV) |
| აუდიო ფორმატი | სტერეო |
| პირველად ეთერში | 25 ივლისი 2010 — დღემდე |
შერლოკი — ბრიტანული სატელევიზიო სერიალი, რომელიც წარმოადგენს ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის დეტექტიური მოთხრობების თანამედროვე ვერსიას. სერიალი შექმნეს სტივენ მოფატმა და მარკ გატისმა. შერლოკ ჰოლმსის როლს ასრულებს ბენედიქტ კამბერბეტჩი, ჯონ უოტსონისას კი მარტინ ფრიმენი. 2009 წელს გუშვებელი პილოტის გადაღების შემდეგ, პირველი სეზონის სამი 90–წუთიანი ეპიზოდი გავიდა BBC One–სა და BBC HD–ზე 2010 წლის ივლისსა და აგვისტოში. მეორე სეზონი BBC One–ზე დაიწყო 2012 წლის 1 იანვარს. გადაღებები მიმდინარეობდა რამდენიმე ადგილას, მათ შორის ლონდონსა და კარდიფში.
სერიალმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა და პირველმა სეზონმა გაიმარჯვა საუკეთესო დრამის ნომინაციაში 2011 წლის ბაფტას სატელევიზიო დაჯილდოებაზე.[1] ეს სეზონი, პილოტთან და აუდიო კომენტარებთან ერთად, გამოვიდა DVD და Blu-ray დისკებზე 2010 წლის 30 აგვისტოს. მეორე სეზონის დისკებზე გამოშვება დაგეგმილია 2012 წლის 23 იანვარს.
სექციების სია |
ეპიზოდები [რედაქტირება]
I სეზონი [რედაქტირება]
| № | # | სათაური | რეჟისორი | სცენარისტი | ბრიტანელი მაყურებელი (მილიონი) |
წილი (%) |
ეთერში გასვლის თარიღი |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 1 | „ვარდისფერი კვალი“ | პოლ მაკგიგენი | სტივენ მოფატი | 9.23[2] | 28.5[3] | 25 ივლისი 2010 |
| პოლიცია იძიებს რამდენიმე ადამიანის სიკვდილს, რომლებმაც ერთი შეხედვით თავი მოიკლეს მომწამლავი აბების მიღებით. ისინი მიმართავენ მათ არაოფიციალურ კონსულტანტს, შერლოკ ჰოლმსს, რომელიც აღმოაჩენს რომ თვითმკვლელობების უკან სერიული მკვლელი იდგა. ამავდროულად საერთო ნაცნობი შერლოკ ჰოლმსს გააცნობს ჯონ უოტსონს და ისინი გადავლენ ბეიკერ სტრიტზე საცხოვრებლად, რომლის ბინის ქირაც უნდა გაიყონ. უოტსონი ნელ-ნელა გაიცნობს ჰოლმსს და მის ნდობასაც დაიწყებს, მიუხედავად პოლიციის ოფიცერის გაფრთხილებისა, რომ ის ფსიქოპათი იყო და ერთ დღეს მკვლელობასაც ჩაიდენდა. შერლოკის ძმა მაიკროფტი, თავისი ვინაობის გაუმჟღავნებლად, მოიტაცებს უოტსონს და შესთავაზებს, რომ უთვალთვალოს ჰოლმსს ფულის სანაცვლოდ, თუმცა უოტსონი უარს ეტყვის. შერლოკ ჰოლმსი გამოარკვევს, რომ სერიული მკვლელი ტაქსის მძღოლია. ის თავის მგზავრებთან ერთად რუსულ რულეტს თამაშობს ორი აბით, რომელთაგან ერთი მომწამვლელია, მეორე კი უვნებელი. იგივეს გაკეთებას ის ჰოლმსთან ერთადაც ცდის, თუმცა უოტსონი ესვრის მძღოლს. სიკვდილის წინ ის აღიარებს, რომ ჯეიმს მორიარტმა დაგეგმა თვითმკვლელობები. | |||||||
| 2 | 2 | „ბრმა ბანკირი“ | ევროს ლინი | სტივენ ტომპსონი | 8.07[2] | 25.5[4] | 1 აგვისტო 2010 |
| ჰოლმსს დაიქირავებს ძველი მეგობარი ლონდონის ერთ-ერთ ბანკში შეჭრის გამოსაძიებლად. ის აღმოაჩენს, რომ კედელზე აღბეჭდილი სიმბოლოები სინამდვილეში ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის განკუთვნილი კოდირებული გზავნილია, რომელსაც ცოტა ხანში მკვდარს იპოვნიან საკუთარ ბინაში. მეორე დღეს ჟურნალისტს კლავენ და იმავე სიმბოლოებს პოულობენ ახალომახლო. ჰოლმსსა და უოტსონს კვალი ჩინურ კონტრაბანდულ წრეზე გაიყვანს, რომლებიც ცდილობენ გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის მიერ მოპარული ნივთის დაბრუნებას. ჰოლმსი გაშიფრავს კოდს, რომელიც წარმოადგენს ჩინურ ციფრებს, რომელთაგან თითოეული წიგნის გარკვეულ გვერდსა და წიტყვაზე მიუთითებს, თუმცა ამავდროულად ჩინელები უოტსონსა და მის მოგებარ გოგონას იტაცებენ. ჰოლმსი მათ გადაარჩენს თუმცა ბანდის ლიდერი გაიქცევა. ის უკავშირდება მეთაურს, რომლის ინიციალიცაა „მ“, რის შემდეგაც მას კლავს სნაიპერი. | |||||||
| 3 | 3 | „დიდი თამაში“ | პოლ მაკგიგენი | მარკ გატისი | 9.18[2][5] | 31.3[6] | 8 აგვისტო 2010 |
| შერლოკ ჰოლმსს დაიქირავებს მისი ძმა მაიკროფტი, რომ გამოიძიოს სახელმწიფო მოხელის საეჭვო სიკვდილი, რომელიც გასაიდუმლოებულ, ბრიუს-პარტინგტონის პროექტზე მუშაობდა. ჰოლმსი არ იღებს საქმეს და მას უოტსონს გადაულოცავს. ამავდროულად ჩნდება უცნობი კრიმინალი, რომელიც ჰოლმსს ვადებს უდებს სხვადასხვა საქმეთა ამოსახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლად აყვანილ მოქალაქეთა მოკვლით იმუქრება. ამოსახსნელ საქმეთა შორისაა 22 წლის წანანდელი საქმე დამხვრჩალი ბიჭზე, ბიზნესმენის გაუჩინარება, ტელეწამყვანის სიკვდილი და სამხატვრო გალერეის მცველის მკვლელობა. მათი ამოხსნის შემდეგ, შერლოკი ასევე ხსნის მაიკროფტის შემოთავაზებულ საქმეს. ეპიზოდის ბოლოს ჰოლმსი ხვდება კრიმილანს, ჯიმ მორიარტის. | |||||||
II სეზონი [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Television Awards Winners in 2011. BAFTA. წაკითხვის თარიღი: 22 May 2011.
- ↑ 2.0 2.1 2.2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Barb.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2010-09-07. (No permanent link available. Search for relevant dates.)
- ↑ შეცდომა თარგში: ველი title აუცილებელად უნდა შეივსოს.
- ↑ შეცდომა თარგში: ველი title აუცილებელად უნდა შეივსოს.
- ↑ შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>; სქოლიოსათვისguard-renewარ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Millar, Paul (9 August 2010). . Digital Spy. წაკითხვის თარიღი: 2010-08-10.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინგლისური) შერლოკი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).