BBC One

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

BBC One

BBC One
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
დაფუძნდა 2 ნოემბერი, 1936
დამფუძნებელი BBC
მფლობელი BBC
ხელმძღვანელები ჯეი ჰანტი
www.bbc.co.uk/bbcone

BBC One — ბრიტანული ტელერადიოკომპანია BBC-ის მთავარი ტელეარხი, რომელმაც მაუწყებლობა 1936 წლის 2 ნოემბერს დაიწყო BBC Television Service-ის სახელით და წარმოადგენდა პირველ რეგულარულ სატელევიზიო სერვისს მაღალი ხარისხის გამოსახულებით. 1960 წელს BBC TV დაერქვა, ხოლო 1964 წელს, როცა BBC-იმ კიდევ ერთი არხი, BBC2 გაუშვა, BBC TV ცნობილი გახდა, როგორც BBC1, ხოლო 1997 წლიდან ამჟამინდელი სახელით მოქმედებს.

არხის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით £1.14 მილიარდს შეადგენს.[1] ამჟამად ის ყველაზე ყურებადი ტელეარხია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით (მოსახლეობის დაახლოებით 22%[2]) და წინ უსწრებს თავის ტრადიციულ კონკურენტს რეიტინგის საკითხში, ITV-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=BBC_One&oldid=2735414“-დან