შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი

მუზეუმის ექსტერიერის ხედი
31°13′13″ ჩ. გ. 121°32′16″ ა. გ. / 31.22028° ჩ. გ. 121.53778° ა. გ. / 31.22028; 121.53778
დაარსდა 18 დეკემბერი, 2001[1]
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
მდებარეობა შანხაი
კლასიფიკაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი
ოფიციალური საიტი sstm.org.cn
Map

შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი (ჩინ.: 上海科技馆) — მუზეუმი პუდუნში, საუკუნის პარკის მიმდებარედ,[2] შანხაი, ჩინეთი. მუზეუმი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი დაწესებულებაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს აშენდა საუკუნის მოედანი, რომლის დასავლეთ ნაწილშიც შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმის განთავსება დაიგეგმა. ორგანიზატორების აზრით, ეს იანძის დელტის რეგიონში მეცნიერებით დაინტერესებას გაზრდიდა.[3] ჰუამუს სამოქალაქო ცენტრთან ერთად, მუზეუმის მშენებლობა ასევე ითვალისწინებდა პუდუნის დამოუკიდებლად განვითარებას ლუძიაწუეისა და მისი სხვა მეზობელი რაიონებისაგან.[4] მუზეუმში დროულად მოხერხდა საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზების მოწყობა, რომლებმაც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კორპორაციის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლა 20 და 21 ოქტომბერს, 2001 წელს.[5] შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის ლიდერი, ძიანგ წემინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუში.

2001 წლის 18 დეკემბერს დასრულდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი და დაწესებულება ოფიციალურად გაიხსნა.[3] მუზეუმის თავდაპირველი თემები იყო: ბუნების ჰარმონია, კაცობრიობა და ტექნოლოგია (ჩინ.: 自然·人·科技). მუზეუმის თავდაპირველი ხუთი გამოფენა მოიცავდა თემებს: „სამოთხე და დედამიწა“, „სიცოცხლე“, „სიბრძნე“, „კრეატიულობა“ და „მომავალი“.[6]

პროექტის მეორე ნაწილი გაიხსნა 2005 წლის მაისში, რითაც შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი პირველი მუზეუმი გახდა მსოფლიოში, რომელიც დამოწმებული იყო ISO 9000/14000-ის ხარისხით და გარემოსდაცვით სტანდარტებს შეესაბამებოდა.[3] გახსნიდან 2010 წლამდე მუზეუმს 19.5 მილიონი ადამიანი ეწვია.[3] ბავშვების სივრცე და „სიბრძნის სინათლე“ განახლდა 2010 წლის იანვრიდან მაისამდე,[7] შანხაის 2010 წლის მსოფლიო ექსპოზიციისათვის. ჩინეთის ეროვნულმა ტურიზმის ადმინისტრაციამ მუზეუმს 4A კატეგორია მიანიჭა. დღესდღეობით მუზეუმის კატეგორია შეიცვალა და ის 5A კატეგორიას მიეკუთნება (საუკეთესო).[3][8] 2009 წლის 16 ნოემბერს, ბარაკ ობამამ ოფიციალური ვიზიტისას შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმში შანხაიში მცხოვრები სტუდენტებისათვის შეხვედრა მოაწყო.

ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი მთლიანად სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ არაა და შანხაიში კერძო ბიზნესებისაგან ფინანსდება. ამ ბიზნესებს შორისაა: შანხაის პუდუნის განვითარების ბანკი, შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინვესტიციის კორპორაცია, ბეიჯინგის ჭიძინის საწარმოს კაპიტალი და ტოპ ჯგუფი.[9] ამ ფონდებს წვლილი შეაქვთ შანხაის სხვა სამეცნიერო მუზეუმების განვითარებაშიც, რომელთა შორისაა: შანხაის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმი და შანხაის ასტრონომიის მუზეუმი.

პიანისტი „რობოტების მსოფლიოს“ გამოფენაზე
ნაწილი გამოფენისა „სახლი დედამიწაზე“
ნაწილი გამოფენისა „ინფორმაციის ერა“

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმის მშენებლობა 3.75 მილიარდი ჩინური იუანი[1] (180 მილიონი აშშ დოლარი)[10] დაჯდა. მუზეუმის შენობა სპირალის ფორმისაა და ხუთ სართულს მოიცავს.[10] მუზეუმის შენობა მეცნიერულ და ტექნოლოგიურ პროგრესს აღნიშნავს.[3] მუზეუმის ცენტრში დიდი ზომის შუშის ბურთულა წყლიდან სიცოცხლის წარმოშობას გამოხატავს.[3] მუზეუმი 6.8 ჰექტარის ტოლ ტერიტორიაზეა აშენებული[3][10] და მთლიანად 98 000 კვადრატული მეტრის ტოლი ტერიტორია უჭირავს.[3] მუზეუმის გასათბობი, სავენტილაციო და გამაგრილებელი სისტემა მუზეუმის მშენებლობისას საკმაოდ იშვიათი და მოწინავე იყო და მუზეუმის ცალკე ექსპონატადაც განიხილებოდა.[5]

შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი პუდუნის ჰუამუს სამოქალაქო ცენტრის ნაწილია.[4] მუზეუმის მახლობლადაა საუკუნის პარკი. მუზეუმმა პარკთან ერთად ხელი შეუწყო მიმდებარე ტერიტორიებზე მდიდრული საცხოვრებლების მშენებლობას.[4]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მეცნიერების პოპულარიზაციაა.[3] მუზეუმის მთავარი თემებია: ბუნების ჰარმონია (自然), კაცობრიობა (人) და ტექნოლოგია (科技).[6][3]

მუზეუმში არსებობს 14 მუდმივი გამოფენა და 4 მეცნიერების თემატური კინოთეატრი. მუზეუმის გამოფენებს შორისაა:

  1. ცხოვრების სპექტრი: ბუნებრივი გამოფენა, რომელიც იუნანის პროვინციის პეიზაჟებსა და მის მრავალფეროვან ცოცხალ სამყაროს წარმოადგენს.[11]
  2. დედამიწის გამოკვლევა
  3. დიზაინერები[3][8] დამთვალიერებლებს შეუძიათ გამოიყენენონ კომპიუტერული საშუალებები მცირე ზომის ნივთების ასაშენებლად[10]
  4. ბავშვების ცისარტყელის მიწა[10], ასევე ცნობილი როგორც ბავშვების მეცნიერების პარკი[3][8]
  5. სიბრძნის სინათლე
  6. სახლი დედამიწაზე
  7. ინფორმაციის ერა
  8. რობოტების მსოფლიო
  9. გამოკვლევის სინათლ — გამოფენა, რომელიც XX საუკუნის ადამიანის მეცნიერულ მიღწევებს წარმოაჩენს[12]
  10. ადამიანი და ჯანმრთელობა
  11. კოსმოსი და ნავიგაცია
  12. ცხოველთა სამყარო
  13. ობობების გამოფენა

ჩინეთის უძველესი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გალერეა დამთვალიერებლებს ძველი ჩინეთის გამოგონებებსა და მიღწევებს აჩვენებს.[3] მკვლევართა გალერეაში წარმოდგენილია ინფორმაცია ჩინელი და უცხოელი მკვლევარების შესახებ.[8] აკადემიკოსთა გალერეაში წარმოდგენილია თანამედროვე მეცნიერები ჩინეთიდან,[3] კერძოდ კი შანხაიდან.[1]

მუზეუმში ასევე მდებარეობს ორი დროებითი საგამოფენო დარბაზი.

მუზეუმი გაიხსნა 2 IMAX კინოთეატრი.[10] საერთო ჯამში მუზეუმში 4 კინოთეატრი მდებარეობს:[8][1]

  1. IMAX-ის 3D თეატრი[3]
  2. IMAX-ის გუმბათოვანი თეატრი
  3. IWERKS-ის თეატრი
  4. კოსმოსის თეატრი

შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმი დამთვალიერებლებისათვის ღიაა 09:00-დან 17:15-მდე. დაწესებულება არ მუშაობს ორშაბათობით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ორშაბათს დასვენების დღე ემთხვევა).

ტრანსპორტირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შანხაის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მუზეუმის სადგური შანხაის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მდებარეობს. მუზეუმის ახლოსაა მეოთხე ხაზის პუდიანის სანდურის გაჩერებაც. მუზეუმის მიმდებარედ მოძრაობს ავტობუსებიც, რომელთა შორისაა მარშრუტი 794 და მარშრუტი 640.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Introduction
  2. 世纪公园-上海旅游景点 დაარქივებული 2011-11-27 საიტზე Wayback Machine. (in Chinese) "Century Park is the largest natural park setting within the Inner Ring Road in Shanghai."
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 Enc. Shang. (2010).
  4. 4.0 4.1 4.2 Sha & al. (2014).
  5. 5.0 5.1 Tom (2002), p. 38.
  6. 6.0 6.1 Tom (2002), p. 37.
  7. SFLS (2014).
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Pudong (2017).
  9. varutti p.46.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Tom (2002), p. 36.
  11. Spectrum of Life
  12. Light of Exploration