ყარაბაღის მთიანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარაბაღის მთიანეთი
კოორდინატები: 39°56′ ჩ. გ. 46°50′ ა. გ. / 39.933° ჩ. გ. 46.833° ა. გ. / 39.933; 46.833
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
უმაღლესი წერტილი დალიდაღი
სიმაღლე 3616 
ყარაბაღის მთიანეთი — აზერბაიჯანი
ყარაბაღის მთიანეთი

ყარაბაღის მთიანეთი (სომხ. Ղարաբաղի բարձրավանդակ; აზერ. Qarabağ yaylası) — ვულკანური ლავური მთიანეთი ამიერკავკასიაში, მცირე კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გაწოლილია ზანგეზურისა და ყარაბაღის ქედებს შორის, მდინარე არაქსის მარცხენანაპირეთში. წარმოადგენს სომხეთის მთიანეთის ნაწილს.[1] მაქსიმალური სიმაღლე 3616 მ (მთა დალიდაღი). მთიანეთზე არის ჩამქრალი ვულკანური კონუსები. ასეთია მაგალითად, ყიზილბოღაზი (3581 მ). აგებულია ვულკანური და დანალექი ქანებით. გვხვდება ქვაყრილები. ყარაბაღის მთიანეთის სამხრეთ ნაწილშია სევის ტბა. მთიანეთის დიდი ნაწილი შემოსილია სუბალპური მდელოთი. გვხვდება მუხის ტყეები. გამოიყენება საძოვრად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: Росмэн. 2006. стр.42 (624)
  2. ყარაბაღის მთიანეთი — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)