ქუთაისის სინაგოგა (პატარა სალოცავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუთაისის სინაგოგა (პატარა სალოცავი)
ქუთაისის სინაგოგა (პატარა სალოცავი) — საქართველო
ქუთაისის სინაგოგა (პატარა სალოცავი)
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება იუდაიზმი
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ქუთაისი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნის დამდეგი

ქუთაისის  სინაგოგა, პატარა სალოცავიXIX საუკუნის დამდეგს აგებული სინაგოგა ქუთაისში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, ისტორიულ „ებრაელთა უბანში“ (დღევანდელი ბორის გაპონოვის ქუჩაზე).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინაგოგა ქუთაისის ებრაელთა უბანში მდებარე სამი სინაგოგიდან ერთერთია და მათგან ყველაზე ძველ ნაგებობას წარმოადგენს. ის, ქუთაისში ებრაელთა მთავარი სალოცავის, ე. წ. „დიდი სალოცავის“ ეზოში მდებარეობს. XVIII საუკუნის ბოლოს ქუთაისში ებრაელთა რაოდენობა გაზრდილა, მათ სალოცავი არ ჰქონდათ, რის გამოც მისი მშენებლობის აუცილებლობა დამდგარა. XIX საუკუნის დამდეგს, ქუთაისელ ებრაელებს ქვის სინაგოგა აუგიათ.

1819 წელს ქუთაისს ქართველი საზოგადო მოღვაწე გიორგი ავალიშვილი ეწვია. იგი, თავის ნაშრომში „მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე“, აღნიშნავს ქალაქში ერთი სინაგოგის არსებობის შესახებ. მწერლის მიერ მოხსენიებული სინაგოგა ე. წ. „პატარა სალოცავი“ უნდა იყოს.

პირველი სინაგოგის შესახებ ინფორმაცია მოეპოვება შვეიცარიელ მოგზაურს დიუბუა დე მონპერეს, რომელიც 1833 წელს იმყოფებოდა ქუთაისში. იგი თავის ნაშრომში შემდეგნაირად აღწერს სინაგოგას:

ვიკიციტატა
„ებრაელები ას წელზე მეტია, რაც მოვიდნენ იმერეთში, ისინი აფხაზეთიდან მოიყვანეს მეფეებმა, რომლებიც მათ მფარველობდნენ. ქუთაისის ეკლესიამ დაუთმო მათ მიწის ფართობი გუბერნიის მმართველის სახლის მახლობლად და ყოველწლიურად ეგაზრქოსს იჯარას უხდიან. აქვთ ღარიბი სინაგოგა, სადაც მხოლოდ სკამებია ტრიბუნის ირგვლივ, შიგნით სიბნელეა, შელესილი არ არის. სხვა მხრივ წააგავს ლიტოველთა სინაგოგას[1]

სინაგოგის მეორე სართული 1912 წელს არის დადგმული. ნაგებობა რესტავრირებულია. დღესდღეობით დაწესებულება მოქმედია, თუმცა ღვთიმსახურება, ძირითადად მთავარ სალოცავში ტარდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეზევაძე მ., ქუთაისის ებრაელთა დასახლების მთავარი ქუჩები მე-19 საუკუნეში, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, წელიწდეული VI, ქუთაისი, 2014, გვ. 150
  • ზარნაძე მ., სირბილაძე ზ., ქუთაისელი ქართველი ებრაელები, ქუთაისი, 2019
  • ავალიშვილი გ., მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, თბილისი, 1967

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დიუბუა დე მონპერე., ქუთაისი და მისი მცხოვრებლები, „რუსი და უცხოელი ავტორები ქუთაისის შესახებ“, ციტირებული ბიბლიოგრაფიული საძიებელი, ქუთაისი, 1971.