ქეთევან ყავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქეთევან ყავრიშვილი
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1918(1918-08-25) (105 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი

ქეთევან ყავრიშვილი (დ. 25 აგვისტო, 1918, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, 1982) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1952).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-გეომორფოლოგიის კვალიფიკაციით. 1940-1944 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქვეყანათმცოდნეობის კათედრაზე. ეწეოდა როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მუშაობას. კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიასა და ქვეყანათმცოდნეობის კვლევის მეთოდებზე, აგრეთვე სპეცკურსებს. 1959 წლიდან მუშობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესს ძირითადად საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ლანდშაფტები, აგრეთვე ლანდშაფტოლოგიის თეორიული საკითხების კვლევა წარმოადგენდა. რეგიონალური ხასიათის გამოკვლევებიდან ყურადღებას იქცევს აფხაზეთის ლანდშაფტების ტიპების, რაონებისა და მათი დინამიკის დადგენა-დახასიათებისადმი მიძღვნილი შრომათა ციკლი. აგრეთვე კარსტული ლანდშაფტებისა და კარსტის წარმოშობა-განვითარების პირობების შესწავლა. იკვლევდა აგრეთვე კახეთის, თუშეთის, ზემო იმერეთის, ქვემო რაჭისა და სვანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს, ყურადღების ცენტრში იყო მთიანი მხარეების ლანდშაფტების კვლევის თეორიული საკითხების გარკვევა-გადაწყვეტაც.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თბილისის მიდამოების ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება“, დაიცვა 1948 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Природа карстовых территорий Черноморского побережья Грузии, Тбилиси, Мецниереба, 1988, с. 85
  • საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია: სახელმძღვ. მე-7 კლასისათვის, თბილისი, განათლება, 1982, გვ. 152
  • Географический анализ и систематика горных ландшафтов=L'analyse geographique et la systematisation des paysages des montagnes: На прим. Абхаз. и Мегрел. Кавкасиони, Тбилиси, Мецниереба, 1979, с. 228
  • Физико-географическая характеристика окрестностей Тбилиси, Тбилиси, Мецниереба, 1965, с. 154

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 265-266

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]