ქარსალა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქარსალა | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Sprattus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ქარსალა (ლათ. Sprattus – იგივეა რაც შპროტი) — თევზების გვარი ქაშაყისებრთა ოჯახისა. აქვთ წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 13-17 სმ აღწევს. წონა უდრის 10-12 გრ. ცოცხლობენ 5-6 წელს. იკვებება წვრილი ზოოპლანქტონებით. გავრცელებულია ევროპის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ზომიერ და სუბტროპიკულ წყლებში. გვხვდება შავ ზღვაშიც. ქარსალა ქარავნული თევზებია, დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ. შეიცავენ 4,1%-15,2% ცხიმს.
იჭმება დამარილებული, შებოლილი და დაკონსერვებული, იყენებენ აგრეთვე როგორც მისაზიდ მასალას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 490, თბ., 1986 წელი.
