ქაშაყისნაირნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქაშაყისნაირნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Clupeiformes | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
ქაშაყისნაირნი (Clupeiformes) — ძვლიანი თევზების რიგი. მათი გვერდებიდან შებრტყელებული მოვერცხლისფრო სხეულის სიგრძე 5-6 სმ-იდან 60 სმ-მდე არწევს, მასა — რამდენიმე გრამიდან 0,5 კგ-მდე. რიგი შეიცავს 15 ქვერიგს, რომლებიც 50-მდე ოჯახს აერთიანებენ (ქაშაყისებრნი, ქაშიასებრნი, ორაგულისებრნი და სხვა). გავრცელებულია ზღვებში, მომლაშო და მტკნარ წყლებში. ზოგ ქაშაყისნაირნს დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ქაშაყისნაირთა უმრავლესობა პელაგური თევზებია. იკვებებიან პლანქტონით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 495, თბ., 1986 წელი.