ქაშაყისებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქაშაყისებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Clupeidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ქაშაყისებრნი (Clupeidae) — თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. მათი სხეული სიგრძე 35-45 სმ, იშვიათად 75 სმ აღწევს. შეიცავს 50-მდე გვარს და 160 სახეობას. ფართოდაა გავრცელებული. ქაშაყისებრთა უმრავლესობა ზღვის ბინადარია, მცირე რაოდენობა გამსვლელია ან მტკნარ წყალში ცხოვრობს. დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვთ საზღვაო თევზჭერაში. მისი მსოფლიო ნათევზავები 5 მლნ. ტონას აღწევს წელიწადში. იყენებენ დამარილებულს, შებოლილს და დაკონსერვებულს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 495, თბ., 1986 წელი.