ფრინველმენჯა დინოზავრები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ფრინველმენჯა დინზავრები | ||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
|
||||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||||
| Ornithischia | ||||||||||||||||
| ქვერიგები | ||||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||||
ფრინველმენჯა დინოზავრები (Ornithischia) — ამომწყდარი ქვეწარმავლების რიგი დინოზავრების ზერიგისა. ჰქონდათ ოთხსხივიანი მენჯი, ბოქვენის ძვალზე უკანა მორჩი, რითაც ფრინველებს ემსგავსებოდნენ. ყბების წინა, უკბილო ნაწილს ზოგჯერ ნისკარტის მოყვანილობა ჰქონდა და დაფარული იყო რქოვანი შალითით. კბილები გვერდებიდან შებრტყელებული იყო ხშირად ფოთლისებრი ფორმის გვირგვინით. უფრო გვიანდელი ხანის ფრინველმენჯა დინოზავრებს თითების ბოლო ფალანგები ჩლიქისებური აგებულების ჰქონდათ. იკვებებოდნენ მცენარეებით. სხეულზე ჰქონდათ ფარები, ეკლები, რქები. ცხოვრობდნენ იურულსა და ცარცულ პერიოდებში. ცნობილია 6 (4) ქვერიგი, მ.შ. სტეგოზავრები, ანკილოზავრები, რქოსანი დინოზავრები.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 404, თბ., 1986 წელი.