ანკილოზავრები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანკილოზავრები (Ankylosauria < ბერძ. ankylos - მრუდე, sauros - ხვლიკი), ცარცული პერიოდის ფრინველმენჯა დინოზავრების ქვერიგი. ჰქონდათ დიდი ზომის (8-9 მ-მდე სიგრძის) გაბრტყელებული ტანი, ძვლის ფირფიტებისაგან შემდგარი, ჯავშნით დაფარული ქალა და ზურგი და კუდის ბოლოზე თავდასაცავი წვეტიანი გამონაზარდები. იკვებებოდნენ მცენარეებით. ანკილოზავრების ნაშთები ნაპოვნია ყველა მატერიკზე (ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა), მეტწილად ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ზედა ცარცულ ნალექებში, აგრეთვე ცენტრალურ ყაზახეთში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 468, თბ., 1975.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე