სტეგოზავრები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სტეგოზავრები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Stegosauria | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
სტეგოზავრები (Stegosauria) — ფრინველმენჯა დინოზავრების ქვერიგი. ბინადრობდნენ იურულ პერიოდში და ცარცული პერიოდის დასაწყისში. ადრინდელი სტეგოზავრები — სცელიდოზავრები, როგორც ჩანს, უმთავრესად უკანა ფეხებზე დადიოდნენ, უფრო გვიანდელი სტეგოზავრები კი მეორეულად დაუბრუნდნენ 4 ფეხზე სიარულს. სტეგოზავრების სიგრძე 6 მ აღწევდა. იკვებებოდნენ მცენარეებით. ზურგი და კუდი ზემოდან დაფარული ჰქონდათ ძვლოვანი ეკლებით. სტეგოზავრების ნამარხები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- მჭედლიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 558, თბ., 1985 წელი.