ფრანსუაზ საგანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუაზ საგანი
Françoise Sagan
დაბადების თარიღი 21 ივნისი, 1935
დაბადების ადგილი კაჟარკი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი, 2004
გარდაცვალების ადგილი ონფლერი, საფრანგეთი
საქმიანობა დრამატურგი, რომანისტი, ნოველისტი.
ეროვნება ფრანგი

ფრანსუაზ საგანი (ფრანგ. Françoise Sagan; ნამდვილი სახელი: ფრანსუაზ კუარეზი; დ. 21 ივნისი, 1935 - გ. 24 სექტემბერი, 2004) - ფრანგი რომანისტი, ნოველისტი და დრამატურგი.

ბიოგრაფია [რედაქტირება]

ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს, კაჟარკში, საფრანგეთში. ბავშვობაში კიკის ეძახდნენ. 18 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი გამოაქვეყნა: "სალამი სევდავ". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, 840,000 ეგზემპლარი გაიყიდა, ითარგმნა მრავალ ენაზე და "კრიტიკოსების" ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომანი კარგი სტილით არის დაწერილი, მაგრამ მის წარმატებაში მწერალის წლოვანებამ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდე მხატვრულმა ღირსებამ. 1968 წელს საგანმა რომანი – „მფარველი ანგელოზი” დაწერა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: "ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ", "გიყვართ ბრამს?", "საოცარი ღრუბლები" და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.


1960 წელს საგანმა პიესების წერა დაიწყო, რომელთაგანაც გამოირჩევა "სასახლე შვეციაში". "გულწასული ცხენი" და სხვა.

ქორწინებაში ორჯერ იმყოფებოდა. ჰყავდა ვაჟი - დენი. 22 წლისა „ასტონ მარტინით” ავარიაში მოყვა და რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა და ექიმებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ სიკვდილისგან იხსნენს. რამდენიმე

ფრანსუაზ საგანი 2004 წლის 24 სექტემბერს ონფლერის საავადმყოფოში ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა.

საგანის რომანები ქართულადაც ითარგმნა.

ლიტერატურა [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]