ფრანსისკო მირანდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსისკო მირანდა
ფრანსისკო მირანდა
გენერალისიმუსი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა

დაბადებული28 მარტი 1750
კარაკასი ვენესუელა
გარდაცვლილი14 ივლისი 1816
სან-ფერნანდო, ესპანეთი

ფრანსისკო დე მირანდა (სრული სახელი ესპ. Sebastián Francisco de Miranda y Rodríguez; დ. 28 მარტი, 1750, კარაკასი — გ. 14 ივლისი 1816, სან-ფერნანდო, ესპანეთი) — ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ხელმძღვანელი სამხრეთ ამერიკაში. რევოლუციონერი, ვენესუელის ეროვნული გმირი. ვენესუელის დროშის ავტორი.

დაიბადა კარაკასში, ვაჭრის ოჯახში. 1771 წელს გაემგზავრა ესპანეთში სამხედრო კარიერის შესაქმნელად. პატრიოტულ მოძრაობაში ჩაბმული მირანდა ესპანელთაგან დევნას განიცდიდა, რის გამოც გაიქცა აშშ-ში. 1792 წლიდან იმყოფებოდა საფრანგეთში, მონაწილეობდა საფრანგეთის რევოლუციაში. იგი რევოლუციური რმიის გენერალი გახდა.

1806 წელს მირანდამ ვენესუელის გასათავისუფლებლად ორი ექსპედიცია მოაწყო, მაგრამ დამარცხდა. 1810 წელს დაბრუნდა ვენესუელაში და ჩაერთო პატრიოტული საზოგადოების საქმიანობაში. ვენესუელის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიენიჭა ვენესუელის არმიის გენერალისიმუსის წოდება, გადაეცა დიქტატორის უფლებები. 1812 წელს მირანდა დამარცხდა ესპანელებთან ბრძოლაში, ჩავარდა ტყვედ. გარდაიცვალა ესპანეთში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]