ფრანკონიის ალბი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ველი შვეიცარიის ფრანკონიაში
ფრანკონიის ალბი (გერმ. Fränkische Alb) ფრანკონიის იურა, — კუესტური სერი გერმანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 200 კილომეტრია, სიმაღლე 657 მეტრამდე. დასავლეთი კალთები ციცაბოა, აღმოსავლეთი — დამრეცი. აგებულია კირქვებით, დოლომიტებით. განვითარებულია კარსტი. შემოსილია წიწვიანი და წიფლის ტყით.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 392, თბ. 1986