ფოსტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქსფორდის ფოსტის მთავარი ოფისი, ინგლისი

ფოსტა (ლათინურად Posita, ინგლისურად Post, იტალიურად Posta, ფრანგულად Poste, პოლონურად Poczta, რუსულად Почта) იყო სადგური, სადაც ცვლიდნენ საფოსტო ცხენებს[საჭიროებს წყაროს მითითებას]. ეს არის ინფორმაციისა და ნივთების გაგზავნის საშუალება. წერილობითი ინფორმაცია, როგორც წესი, კონვერტშია მოთავსებული, ხოლო ნივთები – ამანათში. საფოსტო გზავნილი შესაძლებელი გაიგზავნოს ნებისმიერ ქვეყანაში, ან მიიღოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ავია–ფოსტით, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირების საშუალებით. საფოსტო მომსახურება თავდაპირველად იყო როგორც კერძო, ასევე სახალხო. ხოლო XIX საუკუნის შუა წლებიდან შეიქმნა ეროვნული საფოსტო სისტემები, რომლის მართვის მონოპოლია სახელმწიფოს ხელში გადავიდა და ამასთან შემოღებული იქნა წინასწარი სამომსახურეო გადასახადი თითოეულ გზავნილზე, რომლის დამადასტურებელი ნიშანი გახდა საფოსტო მარკა . ზოგიერთ ქვეყანაში ფოსტა წერილებისა და ამანათების გაგზავნის გარდა ანხორციელებს დამატებით მომსახურებებს, როგორიცაა ტელეგრაფი, სატელეფონო კავშირი, ფულადი გზავნილები და სხვა.

ფოსტა ძველად[რედაქტირება]

თბილისის საქალაქო ფოსტა, 1872 წ.

ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ადამიანები ერთმანეთს უგზავნიდნენ წერილობით ინფორმაციას სხვადასხვა მანძილით დაშორებული ადგილებიდან. ფოსტის, როგორც ინფორმაციის გაგზავნის საშუალება, განვითარდა წერა–კითხვის კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად. ფოსტის ორგანიზებული სისტემის ჩამოყალიბება კი მოგვიანებით მოხდა.

ორგანიზებული ფოსტის არსებობის პირველი და უძველესი ფორმა წარმოიქმნა ძველ ეგვიპტეში (2400 ძვ.წ.ა.). ფარაონის ბრაძნებების გავრცელებას ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებდნენ შიკრიკების საშუალებით. რაკი არსებობდა ფარაონის ნება, წერილობითი ბრძანებები, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ ფარაონის ბრძანების მიტანა სხვადასხვა ადგილამდე , უსათუოდ იარსებებდა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. ფოსტის ეს ფორმა აღმოცენდა ინფორმაციის გადაცემის უფრო ძველი , ზეპირსიტყვიერი მეთოდიდან, რომელიც ხორციელდებოდა მაცნეს საშუალებით.

ფოსტის მუზეუმების სია[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფოსტა&oldid=2378154“-დან