ფიფა-ს ოქროს ბურთი
იერსახე
ფიფა-ს ოქროს ბურთი (ფრანგ. FIFA Ballon d'Or) — ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდო 2010-2015 წლებში, როდესაც გაერთიანებული იყო ფიფა-ს წლის ვაჟი ფეხბურთელის და France Football-ის ოქროს ბურთის დაჯილდოებები. ჯილდო გადაეცემოდა წლის საუკეთესო ვაჟ ფეხბურთელს, ასევე დაჯილდოების ფარგლებში ხდებოდა საუკეთესო ქალი ფეხბურთელის, საუკეთესო მწვრთნელის, სიმბოლური საფეხბურთო ნაკრების, საუკეთესო გოლის ავტორის და სხვა ნომინაციების დასახელება. გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ფიფა-ს წევრ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა მწვრთნელების და კაპიტნების გამოკითხვის საფუძველზე, რასაც ემატებოდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფეხბურთო ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგები.