ფილარმონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის ფილარმონია

ფილარმონია (ბერძნ. philéo — მიყვარს და harmonía — ჰარმონია) — საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდება ზოგიერთ ქვეყანაში. XIX საუკუნეში ევროპისა და ამერიკის ქალაქებში (პეტერბურგი, მოსკოვი, ბერლინი, ლონდონი, ნიუ იორკი და სხვა) შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას. XX საუკუნეში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში და საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ორგანიზაციებად იქცნენ.

სსრკ-ში ფილარმონიის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოებების, შემსრულებელთა ხელოვნების, აგრეთვე საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის (ცეკვა, მხატვრული კითხვა და სხვა) პოპულარიზაცია. პირველი ფილარმონიები ჩამოყალიბდა პეტროგრადში (1921), მოსკოვში (1922). სსრკ-ში სულ 140-მდე ფილარმონია იყო. ფილარმონიას მუდმივ შტატში ჰყავს შემსრულებლები, მუსიკალური კოლეკტივები (სიმფონიური და კამერული ორკესტრები, გუნდები).

საქართველოში ფილარმონიული საზოგადოება შეიქმნა 1905 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]