ფარშავანგის ტახტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შაჰ-ჯაჰანი ფარშავანგის ტახტზე, დაახლ. 1635 წელი

ფარშავანგის ტახტი1739 წელს სპარსეთის შაჰ ნადირის მიერ ინდოეთიდან გატანილი დიდ მოგოლთა ოქროს ტახტი. მას შემდეგ იგი წარმოადგენდა ირანის მონარქიის სიმბოლოს, ისევე, როგორც რუსული მონარქიის სიმბოლოს წარმოადგენდა მონომახის ქუდი. ფარშავანგის ტახტი დამზადებული იქნა XVII საუკუნეში მოგოლი იმპერატორისათვის შაჰ-ჯაჰანის მიერ. ევროპელთა, კერძოდ, ჟან-ბატისტ ტავერნიეს აღწერით, ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მდიდრული ტახტი. ქვეშევრდომები უახლოვდებოდნენ მას ვერცხლის კიბეებით. მას ჰქონდა ოქროს ფეხები, რომელიც შემკული იყო ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებითა და მინერალებით. ზურგი შემკული იყო მინანქრით და ოქროს, ალმასებით და ლალებით დამშვენებული ფარშავანგის ორი კუდით. მოგოლთა ფერწერული მასალებიდან ტავერნიეს საწინააღმდეგოდ ირკვევა, რომ ფარშევანგის ტახტს არ ჰქონდა ზურგი. მოგოლთა ტახტის მისაყუდებელს წარმოადგენდა ბალიში ე. წ. მუთაქა, ხოლო შაჰ-ჯაჰანის მხატვრების მიერ დატოვებული ნახატების მიხედვით, ძვირფასი ქვებით მორთული ფარშევანგები ამკობდნენ ბალდახინს. დელის გაძარცვისას ნადირ-შაჰმა ირანში გაიტანა არა მხოლოდ ფარშავანგის ტახტი არამედ ძვირფასი სავარძელი ფარშავანგის ატრიბუტიკით. ტახტის მნახველმა უცნობმა აგენტმა ნადირ შაჰის მიერ მოგოლთა საგანძურიდან წამოღებული განძეულობის შესახებ მოხსენება წარუდგინა ისფაჰანში მყოფ რუსეთის კონსულს კადუშკინს. გადმოცემის მიხედვით, ასეთი ზღაპრული სიმდიდრის ნახვისას გაგიჟება შეიძლებოდა. მხოლოდ ფარშავანგის ტახტი დამზადებული იყო ორი ტონა სუფთა ოქროსგან. ლალის, ზურმუხტისა და ალმასის თვლებმა შეადგინა ხუთ ტონაზე მეტი, რომლის ირანში გადმოტანას 21 აქლემი დასჭირდა. წვრილი ალმასები ნახევარ ტონამდე იწონიდა, ხოლო მარგალიტი და სხვა დანარჩენი სიმდიდრე საერთოდ არ დაუთვლიათ. ირანის მმართველმა ქურთებთან შეტაკებების დროს დაკარგა ფარშავანგის ტახტი. როგორც ჩანს, ქურთებმა ტახტს დემონტაჟი გაუკეთეს და დეკორატიული მორთულობა სათითაო ნაწილებად გაყიდეს. ირანის მომდევნო შაჰები ცდილობდნენ ხელახლა შეექმნათ ფარშავანგის ტახტი ჰოლესტანის სასახლისათვის. არსებულთა შორის ყველაზე ძვირადღირებული ფარშავანგის ტახტი შეიქმნა ფათ ალი შაჰის ბრძანებით 1812 წელს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Живая история востока — М.: Знание. 1998.