სიმბოლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეჩერების სიმბოლო

სიმბოლო (ბერძ. σύμβολον „ნიშანი“) — გრძნობად-აღქმადი ობიექტი, რომელსაც შეთანადებული აქვს ნებისმიერი ბუნების სხვა ობიექტი, როგორც მისი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი, რომ სიმბოლო ჰგავდეს თავის მნიშვნელობას. სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური საგანი ან მოვლენა, ისე აზროვნებისეული ობიექტი — საგანთა თვისება, საგნობრივი ვითარება. სიმბოლო აღქმად-მატერიალურ სახეს აძლევს აზროვნების პროცესებს და ამით ქმნის ცოდნის დაგროვებას, შენახვისა და გადაცემის საშუალებას. ზოგჯერ სიმბოლოს იყენებენ „პირობითი ნიშნის“ სინონიმად და განსაზღვრავენ მას, როგორც აშკარა შეთანხმებით შემოღებულ ნიშანს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]