უცხო (უცხოს ფრენჩაიზი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „უცხო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უცხო (მრავალმნიშვნელოვანი).
უცხო
AVP Xenomorph.jpg
უცხო ფილმიდან უცხო მტაცებლის წინააღმდეგ
ოფიციალური სახელი უცხოპლანეტური სიცოცხლე
პირველი გამოჩენა უცხო
შემქმნელი დენ ო'ბენონი
რონალდ შასეტი
დიზაინერი ჰ. რ. გიგერი
განასახიერებს ბოლაჯი ბადეჯო
კარლ ტუპი
ტომ ვუდრეფ უმცრ.

უცხო (Alien franchise) იგივე ქსენომორფი (xenomorph)[1][2] — გამოგონილი პარაზიტი-უცხოპლანეტელი არსება, ცნობილი ფილმების სერიიდან - უცხო. მისი დებიუტი შედგა 1979 წლის ფილმში უცხო. აქედან მოყოლებული გამოჩნდა კინო-ფანტასტიკის შედევრებში: უცხოები (1986), უცხო 3 (1992), უცხო 4 აღდგომა (1997), უცხო მტაცებლის წინააღმდეგ (2004) და უცხო მტაცებლის წინააღმდეგ: რექვიემი (2007). უცხოს ფრენჩაიზი ცნობილია ასევე კომიქსებიდან და ვიდეო-თამაშებიდან.

სამეცნიერო ფანტასტიკის სხვა უცხოპლანეტელი რასების მსგავსად, უცხოთა ცივილიზაცია გონიერებით არ გამოირჩევა. ტერმიტებისა და კრაზანების მსგავსად, უცხოთა საზოგადოების ცენტრშია დედოფალი. იგი დებს კვერცხებს, საიდანაც ახალი თაობა იჩეკება.

დიზაინი ეკუთვნის შვეიცარიელ მხატვარს ჰანს რუდოლფ გიგერს.

Alien franchise ახასიათებს ოთხ-ეტაპიანი სიცოცხლის ციკლი: დედა უცხოს (დედოფლის) მიერ დადებული კვერცხიდან იჩეკება ე.წ. ფეისჰაგერი (Facehugger), რომელიც ცოცხალი ორგანიზმის გულმკერდის არეში ათავსებს ქსენომორფის ემბრიონს. ემბრიონი სწრაფად ვითარდება ე.წ. ჩესტბარსტერად (Chestburster). იგი გლეჯს მასპინძლის გულმკერდს და გამოდის ორგანიზმიდან, რათა გახდეს ზრდასრული ქსენომორფი.

დედოფალი[რედაქტირება]

დედოფალი

დედა უცხოები გაცილებით დიდი ზომისანი და ძლიერები არიან მეომრებთან შედარებით. სიმაღლეში მიახლოებით 4,5 მეტრს აღწევენ. მათი აღნაგობაც განსხვავებულია: გააჩნიათ წინა კიდურების 2 წყვილი, ერთი გრძელი, მეორე შედარებით მოკლე. თავი დიდი ზომისაა. თავზე გააჩნიათ დიდი ზომის ბრტყელი წანაზარდი. მეომრებთან შედარებით, დედოფალს გრძელი უკანა კიდურები გააჩნია. დედა უცხო გაცილებით გონიერი არსებაა, მაგალითად LV-426 ასტეროიდზე მან ისწავლა ლიფტის მართვა. ფეხმძიმე დედოფალს გააჩნია უზარმაზარი კვერცხსადები, რაც ემსგავსება დედა ტერმიტის კვერცხსადებს. მდედრ უცხოს შეუძლია სურვილისამებრ გამოეყოს კვერცხსადებს. მწერებისგან განსხვავებით, დედოფალს არ ესაჭიროება მამრი კვერცხების გასანაყოფიერებლად.

პრედელიანი ფილმიდან უცხო მტაცებლის წინააღმდეეგ: რექვიემი

ფილმის ახალ ნაწილში უცხო მტაცებლის წინააღმდეეგ: რექვიემი (2007) ე.წ. პრედელიანი (Predalien), რომელიც ფილმის რეჟისორების განმარტებით წარმოადგენს გარდამავალ რგოლს დედა ფეისჰაგერსა და ზრდასრულ უცხოს შორის, ორალური გზით, ფეისჰაგერის მსგავსად, ათავსებს მსხვერპლის ორგანიზმში უცხოს ემბრიონებს. რეჟისორების განმარტებით, ესაა ერთგვარი თავდაცვის მანევრი. პრედელიანი ცდილობს უცხოების არმიის შექმნას ამ გზით, რადგან ფეხმძიმობის პერიოდში, დედა უცხო უშველებელი კვერცხსადების გამო დაუცველია და შესაბამისად მომავალი თაობის განადგურების შანსი მეტია.

კვერცხი[რედაქტირება]

დედოფლის მიერ დადებული, ტყავის-მსგავსი ნაჭუჭით დაფარული კვერცხი სიგრძეში მიახლოებით 1 მეტრს აღწევს, წვეროზე გააჩნია კბილანას-მსგავსი ოთხი ნაწილისაგან შემდგარი გასახსნელი. მსხვერპლის მიახლოებისას ეს კბილანები ყვავილის ფურცლების მსგავსად იშლება და პარაზიტი ფეისჰაგერი ნახტომისათვის ემზადება.

ფეისჰაგერი[რედაქტირება]

”ფეისჰაგერი”

ფეისჰაგერი უცხოს სიცოცხლის ციკლის მე-2 საფეხურს წარმოადგენს. გააჩნია ძვლოვანი სხეული, თითების მსგავსი ფეხები, რისი მეშვეობითად სწრაფად დაცოცავს, გრძელი კუდის მეშვეობით კი შეუძლია დიდი ნახტომების გაკეთება. გარეგნობით ემსგავსება ქელიცერიან ფეხსახსრიანებს, როგორებიც არიან ობობასნაირები და ხმალკუდები.

ფეისჰაგერი ფილმიდან უცხო

ფეისჰაგერი პარაზიტია. მისი ერთადერთი დანიშნილება მსხვერპლის ორგანიზმში უცხოს ემბრიონის მოთავსებაა. ფეხების მეშვეობით ფეისჰაგერი მსხვერლის თავს გარს ეხვევა, კუდს კისერზე შემოახვევს, რათა შეუწყვიტოს ჟანგბადის მიწოდება და გამოიწვიოს გონების დაკარგვა. ამის შემდგომ ფეისჰაგერი მსხვერპლის ხახაში ათავსებს ხორთუმს, რისი მეშვეობითაც მსხვერპლს ჟანგბადით ამარაგებს, პარალელურად კი მის ორგანიზმში ემბრიონს ათავსებს. ძალის გამოყენებით პარაზიტის მოშორება თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ დროს იგი კიდევ უფრო ძლიერად უჭერს კუდს მსხვერპლის ყელს და კლავს მას. არც ფეისჰაგერის დაჭრაა გონივრული, რადგან მის მჟავის-მსგავს სისხლს ადამიანის ქსოვილის დაშლა ადვილად შეუძლია.

ფეისჰაგერს ადაპტაციის უნარი კარგად აქვს განვითარებული: არახელსაყრელ გარემო-პირობებში მოხვედრის შემთხვევაში პარაზიტს შეუძლის კანის გამოცვლა და სხეულის უჯრედების სხვა ნივთიერებით განახლება. მსხვერპლის ორგანიზმში ემბრიონის წარმატებით მოთავსების შემდგომ ფეისჰაგერი კვდება.

ჩესტბარსტერი და ზრდასრული ქსენომორფი[რედაქტირება]

ორგანიზმში ქსენომორფის ემბრიონის მოთავსების შემდგომ ფეისჰაგერი იღუპება, მასპინძელი კი გონს მოდის. თავდაპირველად უარყოფითი სიმპტომები არ ვლინდება, თუმცა მალევე იწყება ყელის ტკივილი, გულისრევა, ჰიპერემია, შიმშილის დაუოკებელი გრძნობა. ვითარდება სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, სისხლდენა, ტკივილი და უკმარისობის შეგრძნება გულმკერდის არეში.

ემბრიონი მასპინძლისაგან გარკვეულ ნიშან-თვისებებს იღებს, შესაძლოა შეიცვალოს მისი სხეულის სტრუქტურაც. ემბრიონის ჩესტბარსტერად გარდაქმნის შემდგომ, არსება მასპინძლის გულმკერდს გლეჯს და გარეთ გამოდის.

ორგანიზმიდან ახლადგამოსული ჩესტბარსტერი ერთ ფუტზე მცირე ზომისაა, თუმცა სწრაფად იზრდება, ვითარდება, კანს იცვლის და რამდენიმე საათში ორმეტრიანი ზრდასრული ქსენომორფი ხდება. მოზარდი ჩესტბარსტერის გამოცვლილი კანის მიხედვით, მათი უკანა კიდურების ზრდა განვითარების ადრეულ ეტაპებზე არ შეინიშნება.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. James Cameron (writer and director). (1986). 'Aliens'. [DVD]. 20th Century Fox. 
  2. Vincent Ward (writer) and David Fincher (director). (1992). 'Alien 3'. [DVD]. 20th Century Fox.