კრაზანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრაზანა
Hypericum × moserianum
Hypericum × moserianum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: კრაზანასებრნი
გვარი: კრაზანა
ლათინური სახელი
Hypericum

კრაზანა (Hypericum), მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებისა და ბუჩქბალახების გვარია კრაზანასებრთა ოჯახისა. 300-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში და აგრეთვე ტროპიკების მთებში. საქართველოში 19 სახეობაა. ჩვეულებრივი კრაზანა (Hypericum perforatum) ფართოდ გავრცელებული მცენარეა. გვხვდება ვარიდან ალპურ სარტყლამდე. მის მიწისზედა ნაწილებს ახმობენ და ნაყენს ამზადებენ (შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს და ეთერზეთებს), რომელსაც იყენებენ მედიცინაში. მისგანვეა მიღებული ანტიბიოტიკი ნოვოიმანინი. კრაზანას ზოგი სახეობა შხამიანია ცხვრისა და ცხენისათვის. ბევრ სახეობას აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა[რედაქტირება]