ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
| ჯეიმზ ფენიმორ კუპერი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 15 სექტემბერი, 1789 |
| დაბადების ადგილი | ბარლინგტონი |
| გარდაცვალების თარიღი | 14 სექტემბერი, 1851 |
| გარდაცვალების ადგილი | კუპერსტაუნი |
| საქმიანობა | ნოველისტი |
| ეროვნება | ამერიკელი |
| ჟანრი | ისტორიული ბელეტრისტიკა |
| მიმდინარეობა | კოლონიური რეალიზმი |
| Magnum opus | „უკანასკნელი მოჰიკანი“ |
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი (ინგლ. James Fenimore Cooper; დ. 15 სექტემბერი, 1789 – გ. 14 სექტემბერი, 1851) — ადრეული XIX საუკუნის პოპულარული მწერალი. მისმა ისტორიულმა რომანებმა ინდიელთა ცხოვრების შესახებ ამერიკის ადრეულ ეტაპებზე ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა.[1] ყველაზე უკეთ ის ცნობილია როგორც რომანისტი, რომელმაც მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი შექმნა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანტიკული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიხსენიებენ.
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში დაიბადა უილიამ და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში. მამამისი აშშ-ის კონგრესის წევრი იყო. ჯეიმზის დაბადებიდან სულ მალე, ოჯახი ნიუ-იორკის შტატში, მამამისის მიერ დაარსებულ სოფელ კუპერსტაუნში გადავიდა.
13 წლის ასაკში, კუპერი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ხარისხი ვერ მიიღო, რადგან უნივერსიტეტიდან ის ცელქობის გამო გარიცხეს — სხვა სტუდენტს კარი ჩამოუგდო,[2] ასევე მაიმუნს წვრთნიდა რომ პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლა.[3] ამის შემდეგ, ჯეიმზმა სავაჭრო გემზე მეზღვაურად დაიწყო მუშაობა, 18 წლის ასაკში კი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შეუერთდა. 1811 წელს, მან გემის გარდეარინის სტატუსი მიიღო, რაც ნაბეჭდ ქაღალდზე თომას ჯეფერსონის ხელმოწერით იყო დადასტურებული.[1][4]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯეიმზ ფენიმორ კუპერი“ ვიკისაწყობში.- ჯეიმზ ფენიმორ კუპერი - ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“ (სხვადასხვა ფორმატში).
- ჯეიმზ ფენიმორ კუპერი Internet Archive-ზე.
- ჯეიმზ ფენიმორ კუპერი Open Library-ზე.
- ჯეიმზ ფენიმორ კუპერი.
- ჯეიმზ ფენიმორ კუპერი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური).
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Hale, Edward Everett (1896), Illustrious Americans, Their Lives and Great Achievements. გვ.657.
- ↑ Biography of James Fenimore Cooper (1789-1851).
- ↑ Biography of James Fenimore Cooper. readprint.com.
- ↑ Franklin, Wayne (2007), James Fenimore Cooper: The Early Years, Volume 1, გვ.101.